ხელსაწყო, რომელიც ვირუსით სიკვდილიანობის რისკს ამცირებს – ამერიკელი ექიმის ინტერვიუ

მსოფლიოში კოვიდ19-ით დაღუპულთა შორის უმრავლესობა ხანდაზმულია, თუმცა სიკვდილიანობის რისკის შემცირების შესაძლებლობას თანამედროვე, დიაგნოსტიკური სამედიცინო ხელსაწყო გვაძლევს. ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დღე“ ამერიკელმა ექიმმა რიჩარდ ლევიტანმა განაცხადა.

„კლინიკებში ოქსიმეტრს უკვე ათწლეულებია იყენებენ – ეს ძალიან პატარა და მარტივი ხელსაწყოა, რომლის გამოყენება ნებისმიერს შეუძლია. პორტატული და საკმაოდ იაფფასიანი პულსის ოქსიმეტრები კოვიდ19-ით დაავადებულთათვის ძალიან საჭირო ინსტრუმენტია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სახლში მკურნალობს. ჟანგბადის დონის კონტროლი და ექიმთან ერთად ცვლილების მონიტორინგი, შესაძლოა, ბევრი გართულების თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს.

ბავშვობიდან ვსწავლობთ, რომ მაღალი სიცხე ნიშნავს ავადმყოფობას, მას ვზომავთ და ეს ძალიან მარტივი პროცედურაა. თერმომეტრი აბსოლუტურად ყველა ოჯახშია.

ასევე, თითქმის ყველა ოჯახშია წნევის საზომი აპარატები, რათა ადამიანებმა წნევის ცვლილებაზე დაკვირვება და ჰიპერტენზიის მართვა შეძლონ.

ადამიანი ვერ იქნება მუდმივად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წნევისა და სიცხის შესახებ, ექიმისთვის ძალიან ღირებულია მდგომარეობის სწორად შესაფასებლად. პულსის ოქსიმეტრი ამ ორ ხელსაწყოსთან შედარებით კიდევ უფრო მარტივად გამოსაყენებელია, გაზომვას დაახლოებით ოცი წამი სჭირდება – ჩვენ ვიგებთ პულსსა და ჟანგბადის სატურაციას.

ამჟამად, ოქსიმეტრები საკმაოდ დეფიციტურია, რადგან მათი მნიშვნელობა კოვიდ19-ის დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის მსოფლიოში ნელ-ნელა ცხადი ხდება. მჯერა, რომ ერთ-ორ წელიწადში, ამ ნივთს მასიურად გამოიყენებენ. ეს საზოგადოების ჯანმრთელობაზე აუცილებლად კარგად აისახება.

ბევრს შემოყვანისთანავე ვაერთებდით ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, მაგრამ თუ შევცვლით ამ დაავადების დიაგნოსტირებისა და მეთვალყურეობის მეთოდებს, თუ შევძლებთ, გამოვიჭიროთ ის მომენტი, როდესაც სატურაციის დონე მათ ორგანიზმში კლებას იწყებს – 94-ს ქვემოთ ჩამოდის და გვიჩვენებს 90-ს, ან 89-ს, მათი ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა გაცილებით ეფექტური და წარმატებული იქნება. მე ვიცი მაგალითები, როდესაც სახლში ჟანგბადის მონიტორინგით, ადამიანებმა შემდგომი გართულებები აიცილეს თავიდან, რადგან დროულად მიმართეს ექიმს და არც ხელოვნური სუნთქვის აპარატები დასჭირდათ.

ამერიკელმა ექიმმა იტალიაში ჩატარებულ ახალი კვლევის შედეგებზეც ისაუბრა, რომელშიც 250 პაციენტი მონაწილეობდა.

„მათ ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდათ, ექიმებმა ყველა სახლში გაუშვეს, თუმცა აუცილებელი პირობა იყო პულსის ოქსიმეტრით ჟანგბადის სისტემატური კონტროლი, 20-დან ერთი პაციენტი საავადმყოფოში დაბრუნდა მაშინ, როდესაც ორგანიზმში ჟანგბადის დონემ ვარდნა დაიწყო. უკლებლივ ყველა გადაურჩა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებას და ამ 250 ადამიანიდან არც ერთი არ დაღუპულა.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ პნევმონიის ადრეული დიაგნოსტირებით შეგვიძლია, ძალიან დიდი სასიკეთო ცვლილება შევიტანოთ კოვიდ-19-ის მკურნალობაში“, – აღნიშნა ექიმმა.

რიჩარდ ლევიტანს სჯერა, რომ საავადმყოფოში მოთავსებული სამი პაციენტიდან, ორის მკურნალობა ხელოვნური სუნთქვის აპარატების გარეშეა შესაძლებელი.

„ამას ადასტურებს ნიუ-იორკში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევა, რომლის თანაავტორი მეც ვარ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჟანგბადით მომარაგებით, პაციენტების სწორი პოზიციონირებით, როდესაც მათ ვაწვენთ მუცელზე, პირდაღმა და გვერდებზე და არა სხვა არა მედიკამენტოზური ჩარევებით, შესაძლებელია ხელოვნური სუნთქვის აპარატის თავიდან აცილება.

სიკვდილობის კოეფიციენტი იმ პაციენტებში, რომელთაც არ დასჭირდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ძალიან დაბალია. მთავარი გამოწვევაა, დაავადების გართულება ადრეულ ეტაპზე ამოვიცნოთ, ამ შემთხვევაში ექიმებს აღარ დასჭირდებათ ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე პაციენტების მიერთება“, – აღნიშნა რიჩარდ ლევიტანმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ექიმებს შორის ბევრი აზრთა სხვადასხვაობაა.

„ბევრ რამეში ჯერ ვერ ვთანხმდებით, რადგან ეს დაავადება ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ბევრია იმედის მომცემი სიახლეც. სამწუხაროდ, პანდემიის პირველი რაუნდის დროს, როდესაც კოვიდ19-მა ნიუ-იორკს მიაყენა დარტყმა, არ ჰქონდათ არჩევანის საშუალება და ისინი არსებული რეალობიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.

საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების ნაწილს სუნთქვის უკმარისობა აწუხებდა, მათი ჯანგბადის დონე ძალიან დაბალი იყო, ბევრი ადამიანი უგონო მდგომარეობაში შემოჰყავდათ, მაგრამ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მეორე ნაწილი გაოცებას იწვევდა. მათ ასევე ჰქონდათ ძალიან დაბალი სატურაცია“

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    საინტერესოა,ჯერ იყო და ამერიკიდან გამოვასწარი ,მოხდა ზუსტად ის რაც ვთქვი ,ამ ოქსიმეტრზეც მე დაგასწარით .ზუსტად 2 კვირის წინ ვთქვი რომ როგორც თერმომეტრი ყველა ოჯახში უნდა იყოსმეთქი.ჩემს ოჯახში უკვე 4 წელია დევს ეს მარტივი და ფასდაუდებელი ჟანგბადის საზომი.გესმინათ რა ჩემთვის როცა ვთქვი უნდა ჩაიკეტოსთქო,თქვენ იქიდან 1 თვის მერე დაკეტეთ.სიმართლე ვთქვათ სისუფთავეშიც მოიკოჭლებთ,ჯერ მარტო ის გაიხსენეთ რა მეთოდით ასუფთავებდით ქალაქს თებერვალში,მასე ხომ ქარიც ხვეტავს.

  2. devsecops

    806659 642191Most helpful human beings toasts really should amuse and present give about the couple. Beginner audio systems previous to obnoxious throngs would be wise to remember often the valuable signal utilizing grow to be, which is to be an individuals home. greatest man speech examples 24542

  3. best site

    159779 5765Just a smiling visitant here to share the really like (:, btw outstanding style . 427837

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.