“ხაჯიმბას კაცი შეხვდა პრემიერ კვირიკაშვილს და უთხრა, 4 მესიჯი მაქვს ხაჯიმბასგან და ერთი „დათა თუთაშხიააო“

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.

“ერთი ამბავი მინდა გითხრა. ჩემს ოჯახს უნდოდა აფხაზებისთვის „დათა თუთაშხია“ ეჩუქებინა, ცხადია. აფხაზურ ენაზე თარგმნილი. უკვე ნათარგმნია აფხაზურად, ცოტა დახვეწა სჭირდება. მოკლედ, აფხაზურად უნდა დაგვებეჭდა „დათა თუთაშხია“, რომ რაულ ხაჯიმბამ შემომითვალა, გალის ზონის ქართველებისთვის ქართლად დაბეჭდეთო, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთო. ეს ხომ იყო დასაფასებელი ჟესტი? ცხადია, იყო. სერიოზული გეგმა იყო. სახალხო დიპლომატია მეტი რა არის? სოხუმში უნდა ჩავსულიყავით მე, ქეთი დუმბაძე, მერაბ რატიშვილი, დათო მაღრაძე… ერთი–ორი ბიზნესმენი.. სოხუმის უნივერსიტეტში უნდა გაგვემართა შეხვედრა სტუდენტებთან. დაგვპირდნენ, რომ ამას მიგვიწყობდნენ. იქაურ ინტელიგენციასთან შეხვედრაც იყო დაგეგმილი. მერე უნდა დაგვერიგებინა წიგნები, მარტო სოხუმში არა, რაიონებშიც. იხვეწებოდა ხაჯიმბა, დააჩქარეთო. 50 000 დოლარი ჯდებოდა წიგნის ორ ენაზე ბეჭდვა და აფხაზურად ხელახლა თარგმნა. ეს თანხა არ მოგვცა ამ ხელისუფლებამ. ქეთევან ციხელაშვილს გადააბარეს მერე ეს საქმე და ციხელაშვილმა მითხრა, ფული არ მაქვს, უნდა მოვიპოვოთ, ვიშოვნოთ, გაერო–ს უნდა ვთხოვოთ… მას არ ვერჩი, მართლა არ ჰქონდა ფული. ვინც ამ მცირებიუჯეტიან სამინისტროს დაავალა დაფინანსება, ის არის დამნაშავე. ბოლოს, ოღონდ ეს საქმე არ ჩაშლილიყო, თანახმა ვიყავი, 50 000 ლარი რასაც გასწვდებოდა, იმდენი ეგზემპლარი დაგვებეჭდა და არც ეს მომცეს. 2 წლის წინანდელი ამბავია. იცი, რა დონეზე იყო ეს საქმე?

ხაჯიმბასგან გამოგზავნილი კაცი შეხვდა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს და უთხრა, 4 მესიჯი მაქვს ხაჯიმბასგან და ერთი „დათა თუთაშხიას“ აფხაზეთში დარიგებაა, ხაჯინბამ იკითხა, როდის იწყებთ წიგნის ბეჭდვასო? არადა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში პიარის ხარჯები გაზარდეს, არაფერს აკეთებენ და ფულს იღებს ხალხი. ზოგი სამსახურში საერთოდ არ დადის, ვიღაცის ვიღაცაა და თვეში ერთხელ სოლიდურ ხელფასს ჩუქნიან, პენსიასავით. ამხელა საქმისთვის 50 000 ლარი ვერ გამონახეს. ამას გაგრძელება მოჰყვებოდა, რომელიმე თეატრი სპექტაკლს ჩაიტანდა, ცეკვის ანსამბლი ჩავიდოდა, ერთობლივი სპორტული ღონისძიებები გაიმართებოდა, მერე აფხაზები ჩამოვიდოდნენ. მედია გააშუქებდა ამ ყველაფერს. ყინული გალღვებოდა, საქმე დაიძრებოდა, მაგრამ ამხელა საქმისთვის არც 50 000 დოლარი, არც 50 000 ლარი არ აღმოჩნდა სახელმწიფოს. 50 000 ლარს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ერთ სადილში ხარჯავს.”

ლევან ჯავახიშვილი

ალია №4

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რატომღაც მეეჭვება…თუ მართლა ასე იყო საქმე 2 წლი მანძილზე რატომ 1 სიტყვა არ დაგცდათ სადმე?

  2. ელენე

    ძალიან საეჭვოდ, და მეტიც, მტკნარ სიცრუედ აღვიქვი აქ წაკითხული. ასეთი საქმის განსახორციელებლად რა საჭირო იყო გაერო?! ხალხი შევკრებდით თანხას, მითუმეტეს სულაც არ არის ასტრონომიული ციფრი. პრინციპში, დღევანდელობის რეპერტუარშია. მთავარია სკანდალი იყოს, ცილი დასწამო, რა მნიშვნელობა აქვს სიმართლეს თუ შეესაბამება?! სევდის მომგვრელია …

    1. ანონიმური

      საეჭვო არაფერი არაა,ისეთ გაუგებრობაში ვცხოვრობთ.როგორ ფიქრობთ,ამ ხელისუფლების,ბიძინას ინტერესებში შედის ქართველთა და აფხაზთა შერიგება და ერთობა?არავითარ შემთხვევაში.ბიძინა მოვლენინია საქართველოს დასაშლელად და არა ასაწყობად.

      1. ანონიმური

        მე განსხვავებული აზრი მაქვს და გამოვხატე ის, რაც საჭიროდ ჩავთვალე. ჩემს შთაბეჭდილებებზე მე თავად ვაგებ პასუხს. არ გეთანხმებით, მაგრამ არც გეკამათებით, მითუმეტეს, როცა თქვენივე დასმულ კითხვას თქვენ თავად უპასუხეთ. ქართულ-აფხაზური ურთიერთობა იმაზე გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე თქვენ მიერ წარმოდგენილი პრიმიტიულ ჩარჩოში ბანალური ნახატი. ნუ მიწყენთ თუ დისკუსიას არ გავაგრძელებ. საამისო საფუძველი არ მომცა თქვენმა პასუხმა. ნებისმიერ შემთხვევაში, მშვიდობა საქართველოს და მსოფლიოს.

    2. ანონიმური

      რატოა სიცრუე? ამ საქმესთან დაკავშირებით, დოკუმენტები სახლში აქვს ლაშას. დავდებთ მაგ დოკუმენტებსაც და მორჩება ამით ყველაფერი.ეს რა უბედურებაა? კაცს ხმა ვეღარ ამოუღია. არა, პირველია, რომ ამგვარი პროექტი დაიბლოკა? სხვების შესახებ არ გაგიგიათ? მერე, აქ ნახსენებია ხალხი–მერაბ რატიშვილი, ქეთი დუმბაძე, დათო მაღრაძე და თუ ტყულია, ლაშა თუ ტყუილს ამბობს, ეს ხალხი ხმას რატომ არ იღებს? გაერო–ს რაც შეეხება, ეგ ციხელაშვილს ჰკითხეთ, რა შუაში იყო გაერ–ო?

      1. ანონიმური

        რატოა სიცრუე? ამ საქმესთან დაკავშირებით, დოკუმენტები სახლში აქვს ლაშას. დავდებთ მაგ დოკუმენტებსაც და მორჩება ამით ყველაფერი.ეს რა უბედურებაა? კაცს ხმა ვეღარ ამოუღია. არა, პირველია, რომ ამგვარი პროექტი დაიბლოკა? სხვების შესახებ არ გაგიგიათ? მერე, აქ ნახსენებია ხალხი–მერაბ რატიშვილი, ქეთი დუმბაძე, დათო მაღრაძე და თუ ტყულია, ლაშა თუ ტყუილს ამბობს, ეს ხალხი ხმას რატომ არ იღებს? გაერო–ს რაც შეეხება, ეგ ციხელაშვილს ჰკითხეთ, რა შუაში იყო გაერ–ო?

  3. მურმანი

    მართალია ეს კაცი თანხას ,,ვერ გამონახავდნენ,, საქართველოს გამთლიანება პირველ რიგში ამერიკას არ აწყობს ეს უნდა გაიაზროთ ყველამ. ამერიკა უნდა გაქნადგურდეს ამით მთელი მსოფლიო დაისვენებს.

  4. ვიღაცა

    სად იყო მაგ დროს დიდი პოლიტუიკოსი და პატრიოტი ხაზარაძე?

  5. აჯმაკუსი

    მტკნარი სიცრუეა ეს ! როგორ გიყვართ ქართველებს ცრუ მითებში ყოფნა… ეეეეჰ 😩

  6. status quo

    ძალიან გთხოვთ,ნუ შლით ჩემს კომენტარს.ლაშა ამირეჯიბი არაკაცია და აი რატომ-2000-2002 წლებში იგი საბაჟო წითელ ხიდზე მუშაობდა და თავისივე ცვლის ბიჭებს ობშიაკის ფული მოუტეხა.ერთი კვირა ლამის ჩაიხრჩო ჰეროინის კეთებაში.როცა ფული და წამალი გაუთავდა,ხალხი ჩარია ხელმძღვანელობასთან და ისევ დაბრუნდა სამსახურში. ბიჭებმა ლანძღეს, აფურთხეს,მაგრამ შეიტყაპუნა ეს ლანძღვა-ცემა და ნაგლად დადიოდა სამსახურში.ეს არის კაცი? ამ განდონის აშენებულ საქართველოში გინდათ ცხოვრება?

    1. ანონიმური

      შენი განდონო დედას შევეცი! რამე ისეთი დაწერე რომ დაიჯეროს კაცმა! ჭორიკანა ქალივით ჭორაობ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.