ხაშურში 25 წლის ქალი დაჭრეს

ხაშურში 25 წლის ქალი დაჭრეს. ხაშურში 25 წლის ქალი დაჭრეს. 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ე.წ. სპიცით დაჭრეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

„სარეცხი უნდა გაეფინა, მაღლა ავიდა და კარები დაინახა ღია. ვიღაც პიროვნება გამოვარდა, მაღალი, გამხდარი ყოფილა. რაღაც ბლაგვი საგნით დაჭრა, არ ვიცი რა იყო. ამის შემდეგ გაქცეულა. ასე ამბობენ ოქროული გაიტანაო. ოპერაცია ჩაუტარდა და მგონი კარგად არის“, – აცხადებს მეზობელი.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.