“ხარბად ვიმარაგებთ მუცლის ამოსავსებს, თან გავიძახით – უფალი გადაგვარჩენსო”

ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“საშინლად ვბრაზდები საკუთარ თავზე!…სჯობდა პანიკა უფრო ადრე ურთიერთსიძულვილზე, შურსა და ბოროტებაზე აგვეტეხა, რასაც ყოველდღიურად ვისმენთ და ვხედავთ ჩვენ ირგვლივ. პატრიარქის მიმართ ბილწი და ცილისმწამებლური ენით საუბარი რომ გაბედეს და მაინც არარად მივიჩნიეთ, არ დაფიქრებულვართ რისი ნიშანია? ის საზოგადოება ,,სვეცკად” მოვიაზრეთ ტრადიციებსა და რწმენას გოიმობას რომ ეძახდა…მოდური გახდა ურწმუნოება. დღეს კი როგორ ვიმალებით და ხარბად ვიმარაგებთ მუცლის ამოსავსებ სანოვაგეს, თან გავიძახით – ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და უფალი გადაგვარჩენსო…ეს ვართ ადამიანები. ყველაფერი ხომ არაფერია, როდესაც ბრიყვულად მივიჩნევთ, რომ ჩვენ არ გვეხება.

არადა, დავფიქრდეთ, რამდენი სიკეთე მოიტანა საყოველთაო მონსტრმა. ის ყველას ჭირი გახდა, ამიტომაც გავერთიანდით. ტელევიზიებითა და ფეისბუქით მართულ, ისტერიულ სამყაროში ზარმაცი და ხარჯიანი რობოტები გავხდით. ამ ვირუსს ძალიან მალე დავამარცხებთ, მომავალში კი არაერთი ხელოვნური გამოწვევა გველოდება კვლავ. არჩევანი ჩვენზეა – ვიცხოვროთ პანიკაში და უმოქმედობაში თუ ვიფიქროთ გამოსავალზე? ნელ – ნელა ჩაკეტილი ადამიანების გამოუსადეგარობასა და ხარჯიანობაზე ღიად ისაუბრებენ და რკინის რობოტებს გამოიყვანენ ასპარეზზე, ასე ჩაანაცვლებს ადამიანს რობოტი. მას ვირუსი ვერაფერს ავნებს. დაიწყება ახალი ერა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით განხორციელდება ჩარევა გენეტიკაში, შეიქმნება ადამიანი, რომლის IQ მაჩვენებელი მილიონჯერ მაღალი იქნება ჩვეულებვრივ ადამიანთან შედარებით. თუმცა ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდება. დღეს გამოსავალია მოქმედება და არა უმოქმედობა.

მოქმედებაში იგულისხმება✔️

1. იმუნიტეტის გაძლიერება, ვიტამინების მიღებისა თუ სხვა დამატებითი ღონისძიებების გატარების გზით;
2. ამ დროის თვითგანვითარებისთვის ეფექტურად გამოყენება, კითხვა, მეცადინეობა;
3. სულის გადარჩენა – სახარების კითხვა, ლოცვა;
4. პოზიტიური განწყობისთვის სპეციალურად შერჩეული ფილმების ყურება;
5. თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა, (მაგ: კომპიუტერული პროგრამების, რადგან გადავდივართ დისტანციურ საქმიანობაზე);

ნუ ვიქნებით მართული, მთავრობა სწორად იქცევა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის გავრცელების მასშტაბები, ბუნებრივია, ყველაზე სწორი გამოსავალია კონტაქტების აკრძალვა, შესაძლოა იყოს აფეთქებაც, მაგრამ პანიკაში ჩავვარდეთ და რადგან მთავრობა მოგვიწოდებს დავრჩეთ სახლში, აღვიქვათ ისტერიად და ფაქტად, რომ ქვეყანაში კატასტროფა ხდება – არასწორია. ჩვენი ქვეყანა იღებს პრევენციულ ზომებს, რაც მართებულია. ისე არ მოხდეს ნერვიული და გაღატაკებული აღმოვჩნდეთ რამდენიმე კვირის შემდგომ, როდესაც, საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება

ყველაფერი ზომიერად, მშვიდად და გააზრებულად გავაკეთოთ. კრიზისი დროულდ და შესანიშნავად იქნა მართული, მადლობა ექიმებს, ყველა იმ პირს, რომელიც ზრუნავს ჩვენზე”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    უფულობა კორონაზე ვ, არესია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.