ხალხური, მივიწყებული სადეზინფექციო საშუალება

პედაგოგი, როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“დღეს აქ ვსაუბრობდი, მეგობრის კედელზე, ერთ ტრადიციულ და მივიწყებულ საშუალებაზე, რომელიც სადეზინფექციოდ გამოდგება (მაგრამ არა უნივერსალურ საშუალებად), ესაა ნაცარწმენდილი ანუ ნაცარტუტი. ნაცარწმენდილს ჩემი ბავშვობისას ხანდაზმული დიასახლისები სახლის „უბორკებისათვის“ იყენებდნენ. ალბათ სადმე ეწერება ამ საშუალების დამზადების წესიც, მაგრამ მე ჩემეულს გეტყვით _ მდუღარე წყალს ასხამდნენ გაცრილ ნაცარს და დააყენებდნენ დიდხანს, მერე გადაწურავდნენ. მიიღებოდა ბლანტი სითხე, რომელიც ჭუჭყს ადვილად აცილებდა, თუმცა კალიუმის ჰიდროქსიდის შემცველობის გამო დეზინფექციისათვისაც გამოიყენებოდა. ეს მათთვის, სადაც ვითომც არ არსებობს სადეზინფექციო ხსნარები!”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.