“ხალხი თავშეკავებულად შეხვდა ახალ წელს” – “შავ პარასკევსაც”, ბატონო პაატა!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოსახლეობა მაქსიმალურად „თავშეკავებულად“ შეხვდა ახალ წელს.

“ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა ჩვენი მოსახლეობა ახალი წლის ზეიმებს, ძალიან მიხარია ეს იმიტომ, რომ არ ჩანს დრამატული მატება”, – განაცხადა იმანაძემ.

მართალია “ბოროტი” ხმები ამბობენ, რომ ადამიანები იმ ოდენობით აღარ იტესტებიან, თავად უმკლავდებიან და სუსტი სიმპტომების პაციენტებს და უსიმპტომოებს ისე გადააქვთ, არც სასწრაფო დახმარებას “აწუხებენ” და ზოგი ვერც იგებს, რომ გადაიტანა და ამიტომ არის სტატისტიკა ასეთი, მცირდება ახალი ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ საგრძნობლად არ მცირდება სიკვდილობის რიცხვი (რომელიც ინფიცირებულთა 1 პროცენტს შეადგენს დაახლოებით) – მაგრამ თქვენ უკეთ იცით, ბატონო პაატა, ახალ წელსაც თავშეკავებულად შევხვდით, “შავ პარასკევსაც”, თავშეკავებულად დავდივართ ფეხით და თავშეკავებულად ვჭამთ – საერთოდაც, თავშეკავებული ხალხი გავხდით ჩვენ, ახლა ისღა დაგვრჩა, ჩინოვნიკებმაც თავშეკავებულად იცხოვრონ.

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    pu she mamalo kleo

  2. ანონიმური

    არ შეხვედრია თავშეკავებულად ,ან თუ გგონიათ დღეს მაღაზიებში რაც ხდება თავშეკავებაა ძალიან ცდებით.იმუნური ფენა ჩამოყალიბდა, არ გინდათ ამ ფაქტის აღიარება,გულმოდგინედ მალავთ.

  3. ანონიმური

    სენ სენისტანებს უნდა მოეტოვოს პასუხი ამ აპიორისტვის.ერი საკიტხავია ამდენი პული სად ისოვე ასე მალე რომ მილიონიან სახლებს რომ კიდულობ ,13 ტელია ზე სახელმტიპოსი ვსხოვრობ დხედახამე მუსაობ და მაგის მეოტხედის ვერ სემიგროვებია სენ კი უნამუსოდ ატკუებ ხალხს მოვა სენი განკიტხვის დროს ტკვე ახვარო მაპიოზებო პეხებიტ უნდა ჯამოგიდონ ხეზე

  4. ნი

    აუ რა ამაზრზენები არიან ეს პაატა კუბოვიჩი და ესუსლო ფიტული ტიკარაძე თვითონ ვერ ხვდებიან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.