“ჭორვილა თუ არა ჭორვილა!” – რას წერს სალომე ზურაბიშვილი?

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ნინო ბურჯანაძის განცხადებას ეხმაურება:

„ჭორვილა თუ არა ჭორვილა!

პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა „ლიდერების“ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

თურმე „ფსიქიკურად“ შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.

სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.

სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.

მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.

ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!“

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად“.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    რა ტყუილა გაჭმევთ პურსა შე მუქთახორა პრეზიდენტად
    წოდებულო ქალოო

  2. ანონიმური

    შედი ქალო ბუდკაში!

  3. დათა სუსახშია

    ……შენი პრეზიდენტად დამსმელის დედა მოვტყან…..მაგრამ შტაბსკვარტირას არ დაანებეს პრეზოოობა…..სამარცხვინო ნაბოზარი ქალიი….

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.