ჭიათურის მერიამ 45 000 ლარი დახარჯა კედლის აღდგენაში და მოხატა, რომ დაზიანება დაეფარა

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ჭიათურის მერიამ 50 000 ლარზე მეტი დახარჯა თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის აღდგენისა და მოხატვისთვის, კედელი კი კვლავ დაზიანებულია.

„ჭიათურის მერიამ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი 45 ათას ლარად აღადგინა და უვარგისი სამუშაოების დასაფარად მოხატვისთვის დამატებითი ხარჯი – 5.4 ათასი ლარი გაიღო. პარალელურად, ჭიათურის მერიამ იაშვილის ქუჩის სკვერის კედელიც მოხატა და ამ შემთხვევაში სამუშაოები სრულიად უსასყიდლოდ შეასრულებინა ადგილობრივი სამხატვრო სკოლის პედაგოგებს”, – აღნიშნულია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

ორგანიზაცია საკითხზე ჭიათურის მერიის საპასუხო წერილსაც აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე შეინიშნება ხარვეზები და შემსრულებელი ობიექტზე უახლოეს პერიოდში მოახდენს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    ragac meechveba es simartlew iyos ra

  2. ანონიმური

    es utifari tyuilebi ar gagivat

  3. ანონიმური

    ტყუიან. სურათზე კარგად ჩანს რომ კედელი აღდგენილია…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.