“ჭეშმარიტი ქალისათვის პირველია ყველა ღამე” – რას აქვეყნებს მირიან ნიკოლაძე?

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს მის მიერ თარგმნილ ლექსს და წერს, რომ ცოტას მაინც გაგვართობს:

“მგონი, თვითიზოლაციაში მყოფობის თარგმანების ციკლი დამეწყო. სხვა რა გავაკეთო მარტოდ მყოფმა. მოკლედ, იგორ სევერიანინის ერთი “კენზელი”-ს ჩემეული თარგმანი, ცოტას მაინც გაერთობით ამ ძნელბედობისას.

X X X

მაგ თქვენს აბრეშუმის კაბას, მაგ თქვენს მოშლიალე კაბას,

მიდის, მიაქვს ხეივანი, როგორც ოკეანის ტალღას.

ზეცისფერი მოსასხამი თქვენს კაბაზე დაქარგულა,

ბილიკი კი ხმელი ფოთლით მოქარგულა ქარაგმულად

როგორც აბლაბუდის ბადე, როგორც ტანი ლეოპარდის….

ჭეშმარიტი ქალისათვის პირველია ყველა ღამე,

ბედისწერამ თქვენთვის შექმნა სიყვარულით სითამამე,

აბრეშუმის მაგ კაბაში ღვთაებას რომ უდევს წილი

რა საოცრად ნატიფი ხართ, რა საოცრად დახვეწილი,

თქვენი სწორი დადის ქვეყნად? გაუმართლებს ვინმეს ნეტავ?

დაითბუნეთ ეგ ფეხები ლეოპარდის ძვირფას პლედში,

გადაწექით სავარძელზე გადაქოქილ ლანდოლეტში

და მიანდეთ ეს ცხოვრება მაკენტოშში ჩაცმულ ყმაწვილს,

დაუხუჭეთ მას თვალები თქვენი მოშრიალე კაბით…

თქვენი აბრეშუმის კაბით…

თარგმანი მ.ნიკოლაძისა”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    არ არსებობს ძალა, ამ კაცის დაწერილს რომ წამაკითხებს!

    1. ნათი

      რატომ წაიკითხე? მაშინ არ დაწერდი კომენტარს. არ გინდა ნუ წაიკითხავ ამას აფისირება არ ჭირდება. P.S. გაიხარეთ ბ-ნო მირიან,თქვენი გამძლეობის დადებითად მშურს. ნეტა ბევრი ასე იყოს.

      1. ანონიმური

        natia she ocnebis monav ra nagavixar

  2. ანონიმური

    მშვენიერი თარგმანია. ესმის პოეზია

  3. ანონიმური

    კიი, პოეზიაც ესმის და იურისპრუდენციაც ))
    ამ ორივეს ანზორა ბალუაშვილთან ეზიარა ახალგაზრდობაში – დიდ ჰუმანისტთან და საოცარ ქართველთან )))))

    1. ანონიმური

      თქვენი კომენტარით ამტკიცებთ, რომ დიდი ხნის ბოღმა გკლავთ, თორემ ბალუაშვილი ოჯახის წევრებსაც აღარ ახსოვთ მგონი.

    2. ანონიმური

      ვაა, გენპრაკურორი ანზორა ტოო

  4. ანონიმური

    გენიალური თარგმანია, როგორც არაერთი სხვა.
    ზუსტად ვიცოდი, არ შეარჩენდნენ ძნელბედობის ჟამს “გართობის სურვილს”, მაგრამ დაიმახსოვრეთ, მირიანი გიორგის ბიძაა და არა მკვლელების!!!
    რაც არ უნდა სულმოკლედ ესროლონ ტალახი, მაინც სულგრძელად გააგრძელებს უფლისმიერად ცხოვრებას და ყოველთვის დარჩება იმ ღირსეულ ადამიანად, როგორი კეთილშობილი სულიც აქვს!!!

    1. თათული

      100 ადამიანიდან 90 რომ სიცრუეში დებს ბრალს ბიძას დავიჯერო 90-ივე ცრუობს?

  5. მარიამი

    შედევრებს თარგმნის და საკმაოდ კარგად!
    -არ მოგწონთ?
    -არ წაიკითხოთ!
    მარტო რუსულიდან კი არა, გერმანულიდან და ინგლისურიდანაც თარგმნის კლასიკოსებს!
    ვისაც ტალახის სროლა გინდათ, ხელებზე დაიხედეთ, საკუთარ სულში თუ არ ძალგიძთ ჩახედვა!
    სწორედ, რომ შაქარაშვილის ბიძაა და ღირსეული ბიძაც!!!
    თქვენ იყავით მასზე უკეთესები!!!

  6. ანონიმური

    რაც აპიარებთ ამ ღლე კაცას
    ამის არასწორი დედას დასცა მთელმა ქვეყანამ

  7. hm

    უი ამას კრამიტი ქონია დაცურებული

    რა გელექსება შე უბედურო?!

  8. hm

    უნიჭობის ზეიმი!
    ვაი ტქვენს პატრონს ეს თუ ლექსია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.