წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გაზქურის აფეთქების შედეგად ასაკოვანი ქალი დაშავდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თერნალის დასახლებაში გაზქურის აფეთქების შედეგად ასაკოვანი ქალი დაშავდა. მას მეორე ხარისხის დამწვრობა ხელებსა და ფეხებზე აქვს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი, გაზქურაში დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.

როგორც მეზობლები აცხადებენ, ყვირილის ხმა შემოესმათ, საშველად მისულებს კი სახლის დამხმარე ნაგებობაში ხანძარი დახვდათ, გამოიძახეს სასწრაფო და დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, დამხმარე ნაგებობა და ავეჯი სრულად დაიწვა.

წყარო: მეგა.ტვ

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    es isckaltuboa calkotad to aqcia?😀😀😀😀

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.