“წუხელ ღამით გარდაიცვალა, ტკივილისგან და ბრაზისგან მაკანკალებს… ჩვენ ვერ შევძლებთ, გადაიყვანეთ…”

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სიმსივნით გარდაცვლილი ახალგაზრდას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ღამით მარიამი გარდაიცვალა. აი, ასე – გოგონა დიდი ოცნებებით. გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს – ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან. თუმცა მოვიკრებ ძალას და შეძლებისდაგვარად ცხადად დავწერ. გუშინ რაღაც საქმის გამო ბახმაროსკენ მივდიოდი. გზად დამაწიეს ცნობა, რომლის მსგავსსაც მგონი ყოველდღე ვიღებ – მარიამ ბარდაველიძეს, ახალგაზრდა გოგონას, მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ბევრმა მომწერა, მათ შორის დედამისმაც. უბედურმა დედამისმა.

ვნახე მისი ძველი მონაწერიც – მეუღლე გარდაცვლია პანკრიასის სიმსივნით და ურთულეს პირობებს უმკლავდებოდა ორი სტუდენტი შვილით. ერთი მარიამი იყო. სასწრაფოდ ჩავწერე ვიდეო და გავავრცელეთ მარიამის დასახმარებლად. ეს რას იზამდა, ეს საცოდავი ცდა, მაგრამ მაინც.

მას შემდეგ, რაც მამაჩემი ამ სენს შეეწირა, ვცდილობ, ყველას გვერდით დავუდგე – აქ ნაკლებ გაწუხებთ ხოლმე ამ მიზეზით, იმდენად ხშირია და დაუსრულებელი. მხოლოდ თერჯოლიდან ბარემ ათამდე მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი მე მახსოვს და უმეტესწილად გავიმარჯვეთ. ოღონდ გავიმარჯვეთ სასწრაფოდ ან თურქეთში, ან ავსტრიაში, ან გერმანიაში გაქცევით. აქ ვერ ვუმკლავდებით ამ ამბავს ან ძნელად ვუმკლავდებით.

დიაგნოზსაც ზოგჯერ არასწორად ვსვამთ. არიან ექიმები ან სწორი მართვა ან იმის თქმა რომ შეუძლიათ – ჩვენ ვერ შევძლებთ, გადაიყვანეთ. ასეთი ექიმი ბევრი არ არის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, არაერთი კითხვა დამებადა. ხმა არ ამომიღია, ჩემში ჩავკალი ყველაფერი, მერე რომ არ ეთქვათ ის, რაც იოლი სათქმელია: – „ჭირისუფალია და სუბიექტურია ანაც საკუთარ პოპულარობას და გავლენას იყენებს.“ და სხვანი. ხმა არ ამოვიღე და ეს ტკივილი დღემდე საწამლავივით პირში დაგუბებული, ჩემში წვეთავს და მწამლავს.

მოვიკრებ ძალას და კონკრეტული ადამიანებისკენ და კლინიკებისკენ გაშვერილ ხელს ახლაც დაბლა დავწევ. დავწევ იმ მიზეზითაც, რომ სხვა ჭირისუფლების ნებართვა არ მაქვს, თუმცა მაქვს უამრავი კითხვა, მათგან დასმული და გადამოწმებული. დავწევ იმიტომაც, რომ ეს საერთო პრობლემაა და მაინცდამაინც ერთ საავადმყოფოს არ უკავშირდება. უნდა დადგეს დრო და ჩვენმა ქვეყანამ ააშენოს პატარა კლინიკა ამ ლამის ეპიდემიად ქცეული სენის სამკურნალოდ. ასე არ გამოვა. არ არსებობს კონკრეტული გაიდლაინი ინდივიდუალური ინტერპრეტაციების გარეშე. არ შეიძლება ყველაფრის ერთნაირად ჭრა და კერვა. ადამიანებზე ისე ლაპარაკი, თითქოს უვარგისი თოჯინა იყოს. რამდენ მშობელს მივყევი, სხვადახვა კლინიკაში, რომელსაც ცივი ფრაზები დაახვედრეს: „ქალბატონო, ჩვენ წესი რაც იყო, ყველაფერი გავაკეთეთ“ „ქალბატონო, მოულოდნელად დამძიმდა“ „ქალბატონო, იცის ასე ამან გართულებები და ჩვენ რა ვქნათ“. „ქალბატონო, და ხომ ვერ მეტყვით, ჩვენ რა შეგვიძლია?“ – ეს პაციენტებთან და მათ ნათესავებთან უხეში ურთიერთობა ცალკე სენია და სხვა საკითხი.

შეიძლება მე ვცდები, მე ვარ სუბიექტური და თვალდაბინდული, შეიძლება ყველაფერი ბრწყინვალედაა ჩვენებურ ონკო-მედიცინაში და აჰა, ამიტომაც ვიკრებ ძალას და ამას ვწერ – თქვენ მითხარით, თქვენ ამიხილეთ თვალი!

წუხელ ღამით დამირეკა ბოლოს დედამისმა, მეხვეწებოდა, ეგებ ვინმეს იცნობ, რეანიმაციაში რომ მოიკითხოსო, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანესო, ხომ გადარჩებაო? რას ვეტყოდი, გადარჩება – მეთქი. მასე ბევრი იყო და დაძლიეს – მეთქი. ეგ ჩვეულებრივი ამბავია – მეთქი. მეც, აი უყურეთ, ყველაფერს ვიზამ – მეთქი. მეთქი. მეთქი. მეთქი. რა ვქენი? ვერაფერი. რას ვიზამდი? ვერაფერს.

მარიამის ოჯახს ჩვენც მივხედავთ. ჩვენი ფონდი დაეხმარება. აი, ამ დიდ და მოურჩენელ სირთულეს კი ერთად მივხედოთ. ვისაც დაგჭირდებით და როგორც, მიმსახურეთ“

23 წლის მარიამ ბარდაველიძე, რომელიც მწვავე ლეიკემიას ებრძოდა გარდაიცვალა

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    ამ ამბავს რომ მოევლოს ჯერ რა ბოსტნეულით კვებავენ ხალხს იმას უნდა მოევლოს.ყველაზე დიდი რაოდენობა ონკოლოგიის მოდის ბოლნისი მარნეულზე.თვალითაც შესამჩნევია თოდუაში აზერბაიჯაბულების სიმრავლე,ჩვენ რომ შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ეს იმიტომ რომ საქართველოს სხვა კუთხეებიდან გვეშველება მოსავალი.მაღაზიაში შეხვალ და აწერია ქართულიო,არადა კონკრეტულად სადაა დამზადებული უნდა იყოს მითითებული.ვერ ხვდებიან რომ ბოლნისსა და მარნეულში მოყვანილს ისევ თურქული ნიტრატებიანი სჯობია.როდემდე უნდა გაგრძელდეს საკუთარი მოსახლეობის გენოციდი .

    1. აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა....

      SOS.ალია არა ხარ ღირსი მაგრამ , გულმა არ მოგვითმინა!. ამ ს ა ს ი ხ ა რ უ ლ ო დამაიმედებელ ინფორმაციას, პირველები გაიგებენ თქვენი ვებგვერდის საშუალებით, ქართველი მოსახლეობა და თვით ჯანდაცვის სამინისტრო?. დარწმუნებულები ვართ რომ, როგორც სხვა, ეს ინფორმაციაც, მათ არ ეცოდინებათ
      https://www.youtube.com/watch?v=XfHbxkPaaUM საქმე კ ო ვ ი დ-19 ე ხ ე ბ ა { გ ა ა ვ რ ც ე ლ ე თ}
      ეხლა ოფიციალური სამედიცინო წყაროებით, ვამოწმებთ ამ ინფორმაციის მართებულობას!

  2. "აცრები(ვაქცინაციები) სდუმან და მღერიან... "უკაცრავად ეს რეალობაა!

    50 000– 15%-მდე ონკო. პაციენტი გვყავს ქვეყანაში და რაღაც “ურჩხულ” კორონავირუსის გამო გააჩერეს ქვეყანა. მართლა დაავადმყოფეს ერი და პირველ რიგში,გაჯეტების თაობა სულ მიაწებეს გაჯეტებს. მხედველობა დაუქვეითეს, D ვიტამინის, იოდის… ნაკლებობა გაუჩინეს პატარებს და მომავალ თაობას(ჩვენს თავს ვინ დაეძებს?) …მოვა თქვენი განკიცხვის დროც!!!. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება რომ, ამათ სულ არ აინტერესებთ ვინ, რომელი ეროვნება ან დარჩება თუ არა ვინმე საქართველოში???. პირველ რიგში ხომ მართმადიდებლების განადგურება, მავანის გეგმებში შედის!… ხომ უყურებთ რომ საქართველო პატარაა და მაინც ხვალ, ზეგ… ხალხს ვერ მოატყუებ!. ამიტომ თუ არ შეგიძლიათ, წინააღმდეგობის გაწევა, მაშინ თავი დაუქნიეთ მავანს და ქართული საქმე აკეთედ. როგორც თუნდაც,ჩვენი გამუსლუმანებული დიდი მეფეები და მამულიშვილები აკეთებდნენ. P.S.შე ოჯახაშენებულო, რომ მოგაქვს ის 700 000 “ვაქცინა”,დაფიქრებულხარ,ვის და რას უკეთებ?!. ე.ი. ღუპავ 3 500 000-იან საქართველოს?!(მაგ მოშიახის საქმე აქ არ გამოვა, “ივერიაში ეშმაკი ტახტზე ვერ ავა,იმიტომ რომ ღვთისმშობელი იცავს ამ ქვეყანას” წმ.ლ.ჩერნიგორსკი და ა.შ)…იფიქრეთ თუ არა ქუჩაში ისეთი ხალხი გამოვა რომელიც,ბატონი ზ.გამსახურდიას შემდეგ არჩევნებშიც ნახევარზე მეტს რომ არ მიუღია მონაწილეობა…თუ გაძალებენ ვაქცინაციას, თქვენც ადექით და სიტყვაზე ნოვოკაინი ან სხვა(ეს ნახევრათხუმრობით)….გაუკეთედ ხალხს!.კარგად
    ი ფ ი ქ რ ე თ !!!. საქმე იმაზე მეტად სერიოზულათაა, თქვენ რომ გგონიათ!.

  3. ანონიმური

    1000%

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.