მინისტრის ფიცს დავიჯერებთ, თუ დამლაგებლების და ძიძების ფიცს დაიჯერებს მთავრობა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლება არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი და ამისთვის მზად არის სიწმინდეებზე დაიფიცოს.

“არ არის ეს ჩემი ინტერპრეტაცია. პატიმრების გათავისუფლება არ წერია არსად.

ხელს ვდებ ყველა იმ სიწმინდეზე, რაც საქართველოში არის, არ ყოფილა [შეთანხმების ნაწილი]. ეს არის ტყუილი”, — განცხადა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.

“ალია” – რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავუჯერებდით წულუკიანს, მიუხედავად იმისა, რომ ელჩებმაც კი პირდაპირ თქვეს, რომ ეს შეთანხმება შედგა ამ ფორმით, მაგრამ, კარგი, თუ წულუკიანი სიწმინდეებს ხელს დაადებს და დაიფიცებს, დავუჯერებთ, ოღონდ სამაგიეროდ, სახელმწიფომაც დაუჯეროს თვითდასაქმებულთა ფიცს, აკი, ფინანსთა მინისტრს არ სჯერა ადამიანების ფიცი და ფიცის საფუძველზე დახმარებას ვერ გასცემს…

აგერ, რამდენიმე დღის წინ, განმარტა მთავრობის წევრმა, მინისტრმა მაჭავარიანმა, იმიტომ ვერ დავეხმარები იმ ქეციანი 300 ლარით ძიძებს, რეპეტიტორებს, დამლაგებლებს, რომ საბუთი ვერ მოაქვთ იურიდიული პირის მიერ გაცემული და სიტყვაზე ხომ არ ვენდობი, ან ხომ არ დავაფიცებო.

წულუკიანის ფიცს თუ უნდა ვენდოთ ელჩების სიტყვის საწინააღმდეგოდ, რეპეტიტორის და დამლაგებლის ფიცია ასაგდები, ბატონებო?

იუსტიციის მინისტრს კი ნამდვილად უნდა ესმოდეს, რომ მსგავს შეთანხმებებში საბუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საბუთში კი წერია, რომ პოლიტპატიმრები გვყავს – კარგი, დავუშვათ არ იგულისხმეს უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა – მაშინ ისინი გამოუშვით ქალბატონო თეა, ვინც იგულისხმეთ, ხელის მოწერისას.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ამას რამე დაეჯერება, იმასაც კი გადაუჯოკრა!

  2. ანონიმური

    წესიერად!!! კურტუმო მოგძვრა!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.