წითელი ხიდიდან რამდენ მეტრშია ომი გაჩაღებული და რატომ არის ამ ომის შედეგზე ქართული ეკონომიკის ბედი დამოკიდებული

რამდენიმე დღეა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა. მსხვერპლი როგორც ერთი, ისე მორე მხრიდან დიდია, თუმცა ჩვენთვის საინტერესო სხვა რამაა. საქართველოში აბსულუტურ უმრავლესობას ჰგონია, რომ ომი კვლავ კონფლიქტის ზონაში, მთიან ყარაბახში მიმდინარეობს.

რეალურად კი, საბრძოლო მოქმედებები წითელი ხიდიდან 25-30 კილომეტრშია, თოვუზთან.

ზუსტად იმ ადგილიდან, 2 კილომეტრში გადის ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

რეალურად, ეს ოთხი მაგისტრალი საქართველოს ეკონომიკაზე უდიდეს გავლენას ახედენს და დღეის მდგომარეობით, კონტროლდება აზერბაიჯანის მიერ, თუმცა, თუ კონფლიქტი გაგრძელდა და მოხდა ისე, რომ ამ მაგისტრალებზე კონტროლის უფლებას სომხეთი მოიპოვებს, სიტუაცია პრაქტიკულად უკონტროლო გახდება.

რატომ? იმიტომ, რომ ეს ადგილი იქცევა კონფლიქტის ზონად და არ ეყოლება პატრონი.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ დუმს საქართველოს საგარეო უწყება და რატომ არ ცდილობს, უფრო მწვავედ დააყენოს საკითხი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე.

კიდევ გავიმეორებთ – ქართლი ეკონომიკის ბედი დიდწილად სწორედ ამ მაგისტრალურ სადენებზე კიდია.~

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. რაჭველი

    რო,მოუწოდოს დაგვიჯერებენ ნეტა

  2. merabi

    VIN MOGVISMENS DA VIN GABEDAVS KREMLIS ZINASHE TUNDAZ DAKNAVLEBAS.

  3. ანონიმური

    Omi faitko

  4. ანონიმური

    Vaina

  5. ანონიმური

    სომხეთის ზურგსუკან რუსეთია! აზერებს ვინ უმაგრებს ზურგს რომ შეტევა წამოიწყეს?!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.