წერილი ციხიდან – ნიკოლოზ რევაზიშვილი შაქარაშვილის მშობლებს მიმართავს

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკვებული ნიკოლოზ რევაზიშვილი ციხიდან კიდევ ერთ წერილს აგზავნის და გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს მიმართავს. წერილი „პრაიმტაიმს“ ბრალდებულის ძმამ ვახო რევაზიშვილმა მიაწოდა, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ

„მესმის გიორგის დედის მამის დის და იმ ადამიანების, ვინც გულწრფელად განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა ეს დიდი ტრაგედია და ვუსამძიმრებ მათ.

რაც შეეხება ჩემს სათქმელს, გეტყვით, რომ 19 ივნისის საბედისწერო ღამეს ნამდვილად ვიმყოფებოდი „ტოიოტა ქამრიში“ და არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჩემი იქ ყოფნა გამოწვეული იყო ერთადერთი მოტივით არ დამეშვა ბავშვებს შორის განმეორებით კონფლიქტი. მე გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს და არც ეგრეთ წოდებული ალყის დარტყმასაც არ ჰქონია ადგილი, არც ხევის ადგილმდებარეობა ვიცი და შესაბამისად, ვერც ვიქნებოდი იმ ადგილას.

ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა. იმიტომ კი არ არსებობს, რომ ვინმემ გაანადგურა, არამედ იმიტომ, რომ უდანაშაულო ვარ. უფრო მეტიც, პროკურატურამ წაშალა ჩემი გუგლის ექაუნთიდან იმ ღამის გადაადგილების მარშუტი, რომლითაც დასტურდებოდა პროკურატურის ვერსიის აბსურდულობა. ჩვენ მიმართული გვაქვს პროკურატურისთვის შუამდგომლობით, რათა გუგლიდან აღდგენილი იქნეს წაშლილი ინფორმაცია, თუმცა, პროკურატურა ამ საკითხზე დუმილის უფლებას იყენებს. მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო სიცრუის დეტექტორზე”

  •  
  •  

3 Comments

  1. sos

    მისით მომკვდარა საწყალი ბიჭი. თურმე არცერთი არა ხართ დამნაშავე. ვაი თქვენს ბიჭობას

    1. ანონიმური

      საწყალი ბიჭი როგორ დამწყვიტა გული ,თურმე არავინ ყოფილა დამნაშავე გეთანხმები თ ალბათ მისით მოკვდარა აღარ რცხვენიათ ბავშვი მიწაში ამოდვენ და კიდევ ხმას როგორ იღებენ

  2. ანონიმური

    პატიმარს ვერ ათქმევინებ რამე დავაშავეო , ციხეში ყველა უდანაშაულოა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.