წერილები ციხეში – “პირველი დღეები ციხეში ყველაზე მძიმეა”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში, წერს:

“სახლში შემოსვლისთანავე რაღაც სიმშვიდეს ხო გრძნობ ადამიანი? აი თითქოს ცდილობ გარეთ დატოვო ნეგატიური ემოცია. დღეს რომ შემოვედი მივხვდი, რომ შეუძლებელია დატოვო ის განცდა, რომ ის ორი უდანაშაულო ადამიანიც ეხლა სახლში უნდა იყოს და არ არის. პირველი ღამე აქვთ ციხეში. წარმოვიდგინე რა სახით იყურებიან, ან რას გრძნობენ მათთვის სრულიად უცნობ, უცხო და მათთან არანაირ კავშირში მქონე პროცედურები რომ უნდა გაიარონ? რადგან ციხეში ნამყოფი ვარ დაახლოებით ვცდილობ წარმოვიდგინო გარემო და მათი ემოცია.

ეს განცდა კიდევ უფრო გამიმწვავდა იმიტომ, რომ დღეს სასამართლოზე როცა ივერი ლაპარაკობდა, ვუყურებდი ნატალიას, რომელიც ძალიან შეუმჩნეველი ჟესტებით, ხან შეხებით, ხან გახედვით ცდილობდა ივერის გამხნევებას და თან თვალებში შეციცინებდა მის ვაჟკაცობას. ხოდა მთელი ეს სცენა იყო: რა შუაშია ეს ხალხი აქ ამ სკამზე, ამ ბადრაგთან, ამ აბსურდში? აი გაჟღენთილი იყო იქაურობა ამ უსამართლო აბსურდით.

ხოდა კიდე მთელი ცხოვრებაა ვფიქრობ, 37 წელს როგორ ხდებოდა ამდენი ხალხის დაჭერა? ვინ იჭერდა, ვინ ასრულებდა, ვინ ‘აპრავებდა’? ხო ხედავდენ რომ აბსურდი იყო, ეს ხალხი ხომ ამ პატარა ქვეყანაში გვერდი გვერდ ცხოვრობდა მაინც, ხვდებოდნენ კიდეც სადღაც ერთმანეთს. და როგორ წირავდენ ესე? რაც უფრო დრო გადის უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სრულიად წარმოსადგენია ეს ყველაფერი. შავზე თეთრს რომ გიმტკიცებენ და გარშემო რომ ვითომ არ იმჩნევენ

ვერ შედგება ეს სახელმწიფო, ვერ ვიცხოვრებთ მშვიდად, სანამ ამ საშინელ უკვე გამჯდარ ტრადიციას არ მოვისვრით.

ასეთი იდეა მინდა გაგიზიაროთ. სანამ ივერის და ნატალიას ვიხსნით უსამართლო პატიმრობიდან, შეგვიძლია ციხეში გავამხნევოთ. პირველი დღეები ციხეში ყველაზე მძიმეა.

ბევრი ადამიანი ფბზე წუხს ამ უსამართლობაზე, მათ მდგომარეობაზე. ეს ემოცია ვაქციოთ სასარგებლოდ და დღეიდან დავიწყოთ მათთან წერილების გაგზავნა. გავამხნევოთ, გავუზიაროთ ჩვენი ემოცია. დარწმუნებული ვარ უცხო ადამიანებისგან მიღებული წერილები მათ ძალიან გააძლიერებს.

წერილის გაგზავნა ხდება ნებისმიერი ფოსტიდან ამ მისამართებზე: ივერი მელაშვილი, №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

ნატალია ილიჩოვა, №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) – ქალთა სპეციალური დაწესებულება.

თუ დრო არ გაქვთ, გამომიგზავნეთ მე ტექსტი, სახელი გვარი და ტექნიკურად მე მოვაგვარებ გავაგზავნი თქვენი სახელით.”

  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    რა უცხო ხარ და რამდენად ჩემიანი მგონიხარ, ელენე! ჩემი ერთი, ჩუმი, მაგრამ ემოციებით სავსე ხმა შენ არჩევნებზე!

  2. sos

    არც ერთი ხმა ელენეს,პროვოკატორს

    1. ანონიმური

      შენ ვინ გტყნავს?

      1. sos

        პირიქით მე სხვას….

  3. ანონიმური

    ელენ, კარგი ხარ.

  4. ბათუ

    რა დებილი ქალ-კაცაა ეს არაადამიანი,ქალურობის რამე აცხია ამას? საეჭვოა საცვალში რა ორგანოს მალავს…

  5. დააკვირდით, ცალი ხელი აფარებული აქვს თვალზე

    ელენე ლუმინატი სატანისტია, დედას ჩააჯვა მამონამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.