“ძალიან მინდა ცდებოდნენ, მაგრამ მითხრეს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა”

ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის მომხმარებელმა ზურა კობახიძემ გაავრცელა პოსტი:

პოსტს მალევე ჰქონდა უამრავი გამოხმაურება, ადამიანები წერდნენ, რომ პანიკას თესავს. მალევე ზურამ პოსტი წაშალა და დაწერა ახსნა-განმარტება, რატომ დაწერა იმ ხუთ შემთხვევაზე:

“მოკლედ მომიწევს თავიდან ახსნა და დაწერა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აშკარად უნდა დაუღეჭო და გააგებინო, მოკლედ დღეს ერთმა ჩემმა აქაურმა მეგობარმა მომწერა: ფრთხილად იყავი, ვირუსი გამოვლინდა და მალავენო, თავს მიხედე და გაუფრთხილდიო, რათქმაუნდა პანიკის საფუძველი მაქვს, იმიტომ რომ ჩემი ოჯახია, სხვის ოჯახია და ჩვენი ოჯახების ერთობლიობაა ამ ქვეყანაში….
რათქმაუნდა პირველი დედაჩემს შევეხმიანე და ავუხსენი: დედა ასე გავიგე და ფრთხილად იყავი, რადგან სკოლაში მუშაობ, პირბადით იარე ..
ცოტახანში დედაჩემიც ანერვიულდა და დაიწყო გამოკითხვა ხალხის, იქაც რამოდენიმე ადამიანმა უთხრა რომ დიახ ასეთი ამბები ხდებაო …

ჩემმა მეგობარმა მომწერა რომ ჩვენ ლაბორატორიული პასუხიც გვაქვსო… ეს უკვე საგანგაშოა და სანერვიულოა ხო ? მეთანხმებით ? კიიი
რათქმაუნდა დავწერე პოსტი გაუფრთხილდით თქვენს თავებს თქო, დაიცავით უსაფრთხოების წესები, გეკეთოთ პირბადე, დაიბანეთ ხელები და არ შეეხოთ თვალებს დაუბანელი ხელებით და პირს თქო!!
იყავით ფრთხილად, რადგან მარტო ჩემი ოჯახი ხომ არ არის ეს ქვეყანა?ეს ქვეყანა თქვენი ოჯახების ერთობლიობაა!!
ჩემი პოსტი ზოგმა პოლიტიზირებულად მიიღო, თქვენ წაგეკიდათ ცეცხლი !!! პოლიტიკის დროა, მოდი ფრთხილად ვიყოთ!! მე ძალიან მინდა რომ ის ადამიანები ვინც მე ეს მითხრა ცდებოდნენ, დაველოდოთ რა როგორ იქნება და რანაირად !!
მაგრამ ნამეტანი სიჩუმეა და ეს მძაფრავს!! ხოდააა ხალხნოო..კი არ უნდა მეჩხუბოთ მინდა რომ უფრო ყურადღებით იყოთ!!”

“ალია” დაუკავშირდა ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც არ დაგვიდასტურეს, კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.