„ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ“

ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც მთავრობას რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომ პანდემიის დროს თავი შევიკავოთ დიდი ტრადიციული ღონისძიებებისგან, – ამის შესახენ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოწოდებს დაიცვან მინიმალური და აუცილებელი რეკომედაციები, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა, სწორი ჰიგიენური პირობები.

„ეს არის ჩვენი იარაღი დღეს კოვიდთან ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველამ დავიცვათ და დარწმუნებულები იყავით, რომ საქართველო, როგორც დღეს გამოვიყურებით ოაზისად ჩვენს რეგიონში და ყველაზე ცოტა გვაქვს ინფიცირების რაოდენობა, უნდა ვეცადოთ ყველამ ერთად, რომ ეს სტატუსი შევინარჩუნოთ”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  •  
  •  

One Comment

  1. ნათი

    მართალი ხართ. ხალხზე მზრუნველ ექიმებს კრიტიკა არ ჭირდება,პირიქით…გაიხარეთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.