“ძალიან გთხოვთ, მოარიდოთ ბავშვი ბებიებს და ბაბუებს“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა:

„ახლა ერთ ძალიან ცუდ რამეს ვიტყვი, მერე ალბათ კიდევ მეჩხუბებიან.

მე მესმის, რომ ბავშვი შეიძლება ვერ გააჩერო და სხვა ბავშვებთან ითამაშოს.

მაშინ, როდესაც ბავშვი დაბრუნდება სახლში, ძალიან გთხოვთ, მოარიდოთ ხოლმე ბებიებს და ბაბუებს“

და ბიძიებს და დეიდებს?

ხანდაზმულ პედაგოგებს?

ასაკოვან კონსულტანტებს?

და ვისაც გვიან ასაკში მისცა უფალმა შვილი, ან აიყვანა და ახლა ხანდაზმულია, მაგრამ მცირეწლოვანის დედა ან მამა? – ამ შემთხვევაში დედ-მამასაც მოერიდოს ბავშვი, ბატონო პაატა?

და რა აზრის აქვს რომ მოვარიდოთ ბებიებს და ბაბუებს, კონდიციონერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას და სახლში შეგიძლიათ კონდიციონერის ჩართვა არ გიშლით, ერთი კლასტერი ხართო, გვითხარით დღეს, შესაბამისად, კონდიციონერი თუ ჩართული გვექნება, მოვარიდებთ თუ არა, სულ ერთი არ არის?

და უამრავი კვლევა რომ დაიდო, ბავშვები ძალიან იშვიათად არიან გამავრცელებლები და ტყუილად ვარიდებდით ხანდაზმულებსო – არც ეგაა არაფერ შუაში?

ისე ამას წინათ ერთი ფოტო დაიდო, ახალგაზრდა და არც ისე ახალგაზრდა ექიმები, ასე თვრამეტნი ერთად, დისტანცირების გარეშე, პირბადეების გარეშე, მორიდების გარეშე… თქვენც იყავით იმ ფოტოზე…

რა ვიცი, მაინც და მაინც შვილიშვილისგან თუ გადადის, გვითხარით, თუ არადა, მინიმუმ უცნაურია…

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    გოუბერა ამ იმნაძემ ხომ იცი

    1. ანონიმური

      ეპიდემიოლოგები სენსაციურ დასკვნას ავრცელებენ, რომლითაც ირკვევა, რომ მელოტი ადამიანები კოვიდ 19-ისგან გარდაცვალების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რადგან უთმო მამაკაცებს ორგანიზმში ისეთ ჰორმონები უვითარდებათ, რომლის შემდეგაც ვირუსული ნაწილაკებისთვის უფრო მარტივდება ორგანიზმის დასნებოვნება.

      ესპანეთის საავადმყოფოებში აღმოაჩინეს, რომ დინფიცირებული მელოტი ადამიანები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყვნენ კორონავირუსის გართულების ფონზე. ამის მიზეზად კი სახელდება თმის ცვენის გამომწვევი ჰორმონი ანდროგენი, რომლის გააქტიურების შემდეგ ადამიანის ორგანიზმი მეცნიერთა აზრით, ვირუსულ ინფექციათა მიმართ მოწყვლადი ხდება.

      პროფესორი კარლო უემბიერმა, რომელიც ამ აღმოჩენის ერთ-ერთი მთავარი ავტორია, ტელეგრაფთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სიმელოტე ინფიცირებულ პაციენტებს შორის ხშირ შემთხვევაში დაავადების რთული ფორმების გამომწვევია.

      „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანდროგენები აშკარად არის ე.წ კარიბჭე, რომლის გავლითაც ვირუსი უჯრედში მარტივად შედის“- განაცხადა უემბიერმა.

      ერთ-ერთი კვლევის თანახმად დადასტურდა, რომ ესპანეთში 122 კოვიდ ინფიცირებული პაციენტიდან 79 % მელოტი იყო. მეორე კვლევაში კი მადრიდში ერთ-ერთი საავადმყოფოში მყოფი 41 დაავადებული პაციენტიდან 71 % მელოტი იყო.

  2. ანონიმური

    იმნაძე ფულმა დასუყა!

    1. ანონიმური

      პაატა იმნაძე: COVID19 წყლით არ გადადის, ამიტომ ზღვასა და აუზში ცურვა სახიფათო არაა

      წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა ფეკალიებთან ერთად ვირუსი გამოიყოფა, მაგრამ ესაა ვირუსის „ერენემის“ ნაგლეჯები და არა თვითონ ცოცხალი ვირუსი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ანაცხადა.

      მისი თქმით, ზღვასა და აუზში ცურვა საშიში არ არის, თუმცა სივრცეებში დისტანცია უნდა იყოს დაცული. „ამიტომ ზღვაში ბანაობა საშიში არ არის. ასევე არც აუზზე ბანაობაა სახიფათო. მითუმეტეს ყველა აუზი იქლორება მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად გასახდელებთან, ასევე აუზთან და სანაპიროზე სივრცეში დისტანცია უნდა იყოს დაცული გარუჯვის დროს“, – აღნიშნა იმნაძემ.

  3. ანონიმური

    შე ჩურთო, ბარემ ისიც გვითხარი,რომელ ჯინს მოაქვს ეს “ბრძნული” ინფორმაციები?. თუამ “ვირუსს”თქვენ თვითონ,სიტყვით ავრცელებთ,თუ მართლა ავრცელებთ?!..მენი მომთრევის:)…

  4. ანონიმური

    Saberdznetshic tkves rom kondicioneri ar moixmaroto

    1. ანონიმური

      2-3 სულგაყიდული და სხვა ქვეყნის აგენტი ექიმი…” – ვისზე მიანიშნა ლალი მოროშკინამ?

      პიარტექნოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

      “მეგობრებო! თუ ვინმე დაზარალდა ამ სეზონზე,როგორც პაწაწინა სასტუმროს მეპატრონე, პირველ რიგში, მე ვარ. ვფიქრობ, ფუჭია საუბარი ტურისტულ სეზონზე და რაც მალე გაცხადდება ეს, მით უფრო გავიიოლებთ საქმეს. ბანკებმა მოსთხოვეს სახელმწიფოს 1 200 000 შენატანი, რათა გადაუვადდეს მცირე ბიზნესს სესხები და ეს საუკეთესო წინადადებაა. წელს იმუშავებენ ზღვის კურორტები, მაგრამ უმძიმესი ვითარება იქნება კახეთში, სვანეთში, თუშეთში და იმ ლოკაციებზე, რომელსაც, ძირითადად, უცხოელი ტურისტების კონტინგენტი სტუმრობდა.

      ნუ მივცემთ ხალხს ფუჭ დაპირებას.მითუმეტეს როდესაც სამეზობლოში მძიმე კლინიკაა. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო გლობალისტებმა ეს სისხლისმღვრელი ომი ტრამპს მოუგეს, კოვიდის შტამი უფრო აქტიურად დაიყრება და შემოდგომა ნამდვილად მძიმე იქნება. უმორჩილესად გთხოვთ, ჩართოთ კონდენცირება და უარი ვთქვათ პირბადეებზე, რომელიც გუდავს სუნთქვას, ამრავლებს სიცხეში პარაზიტებს და ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს!

      დაბოლოს 2-3 სულგაყიდული, გაზულუქებული, ხამი და სხვა ქვეყნის აგენტი ექიმის გამო, ნუ მივიტანთ აგრესიას სრულიად სამედიცინო პერსონალზე, რომლებიც მართლა კაპიკებზე მუშაობენ და ჩვენზე ზრუნავენ”, – წერს მოროშკინა.

  5. ანონიმური

    ყველამ უნდა გაითვალისწინოს ამ ადამიანების რჩევები

  6. ანონიმური

    გაიხარეთ ბატონო პაატა გაიხარეთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.