“ძალიანაც რომ ვთხოვოთ, ბატონო ლავროვი მაინც არ ჩამოვა” – ნინო ბურჯანაძე

მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლავროვი ჩამოვა ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას კანონი ოკუპაციის შესახებ იძლევა, როგორც ჩანს ეს ქალბატონმა სალომემ უბრალოდ არ იცის. მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლავროვი ჩამოვა ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

  •  
  •  

One Comment

  1. Akteon

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის საქართველოში ჩამოსვლაზე თანხმობა – საქართველოს ღალატის ტოლფასია !!! და აი რატომ… რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჩანდეს ერთი შეხედვით, მაგარამ დღეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის № 1 ამოცანაა მის მიერ უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება რომელიმე სერიოზული (ანგარიშგასაწევი) ქვეყნის ან ქვეყნების მიერ, ვინაიდან სწორედ რუსეთის მიერ ნეოკოლონიალისტური და აგრესიული პოლიტიკის გამო რომელსაც ის ატარებს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ მას ექმნება უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა ამერიკისა და ევროპის მიერ მასზე დაკისრებული სანქციების გამო. სწორედ ამიტომ ის ყველანაირად ცდილობს დაითანხმოს რომელიმე სახელმწიფო მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამის მისაღწევად რუსეთს ჰაერივით სჭირდება საქართველომ გამოავლინოს მის მიმართ “ლ ო ი ა ლ ო ბ ა” რომელიც მაშინათვე მსოფლიოში აღქმული იქნება როგორც საქართველოს თ ა ნ ხ მ ო ბ ა და შ ე გ უ ე ბ ა რუსეთის აგრესიის შედეგზე, რაც თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც შეარბილებს მსოფლიოს მკაცრ გადაწყვეტილებას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაწესებული სანქციების მიმართ. სწორედ ამას ემსახურებოდა რუსეთის მცდელობა საქართველოში გახსნილიყო რუსეთის კულტურის ცენტრი. როგორც კი საქართველო გამოიჩენს სრულიად უსაფუძვლო “ლ ო ი ა ლ ო ბ ა ს” რუსეთის მიმართ, მაშინათვე დაისმება საკითხი: თუ თვითონ საქართველო ლოიალურია რუსეთის მიმართ, მაშინ სხვა სახელმწიფოები რატომ უნდა იყვნენ კატეგორიულები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიმართ და რატომ არ უნდა აღიარონ ეს ტერიტორიები როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ეს გახდება საქართველოს დამღუპველი მარცხის სრული საფუძველი. ლავროვის ჩამოსვლა რუსეთის მიერ დაგებული დაგებული მახეა და ამ მახეს მხოლოდ ბრიყვი და საქართველოს მ ო ღ ა ლ ა ტ ე ვერ ხედავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.