ძალა გამოცლილი გვაქვს, სამი კვირა ვერ ავდექით ლოგინიდან – რა ხდება გლდანის ციხეში?

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხეებში კორონავირუსია გავრცელებული. გუშინ იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქალთა კოლონიაში 23 პატიმარია ინფიცირებული. ასევე, დაადასტურა ის ფაქტიც, რომ ქსნის ციხის საპყრობილეში კორონავირუსით პატიმარი გარდაიცვალა.

“ფორმულასთან” ტელეფონით საუბრობს პატიმარი გლდანის ციხიდან:

“უპატრონოდ ვართ… ჩაატარონ ტესტები, ხომ აქვთ ტესტები? სამი კვირა ვერ ავდექით ლოგინიდან.. ვერ ვერკვევით რა არის, პირის გემო დაკარგულია, ძალა გამოცლილი გვაქვს. ხომ უნდა იყოს რაღააცა საშველი? შემოვიდნენ და დაგველაპარაკონ მაინც, ოჯახს მოწყვეტილნი, ყველაფერი ჩაკეტილი და ჩარაზულია, ვაკუმში გვაცხოვრებენ.”

პატიმრების ოჯახის წევრები “ფორმულასთან” საუბრობენ იმაზე, რომ არა მარტო გლდანის და ქსნის ციხეებში, არამედ, პენიტენციური დაწესებულებების უმრავლესობაში მოდებულია კორონავირუსი.

რატომ მალავს ხელისუფლება ციხეში ვირუსის გავრცელებას, უცნობია, მაგრამ “ალიამ” არაერთხელ გააფრთხილა იუსტიციის სამინისტრო, არაერთი წერილი დაიბეჭდა, სადაც პატიმრები ითხოვდნენ ყურადღებას, ინტერვიუებს გვაძლევდნენ ციხის ყოფილი ექიმები, რომლებიც წულუკიანის უწყებამ შეამცირა და გაათავისუფლა. პარალელურად კი, საავადმყოფოებთან გამუდმებით იდგა პენიტენციური სამსახურის დაცვა და მანქანები, რომლებიც კლინიკაში გადაყვანილ პატიმრებს ყარაულობდნენ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.