“ცხადია, ვიკეტებით გაზაფხულამდე – მე არ მჯერა კოვიდის!”

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, წერს:

“მოდით, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ კოვიდსპეკულაცია, რადგან უამრავ წერილს ვიღებ და ყველას ერთად გცემთ პასუხს:

საქართველო არის მსოფლიოს ნაწილი, შესაბამისად, ჩვენი მთავრობა ვერ “ითამაშებს” ინდივიდუალურ თამაშს

სურათი გამოიკვეთება მხოლოდ აშშ-ს არჩევნების შემდეგ

ცხადზე ცხადია, რომ მიდის გადამწყვეტი ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის.

მე, საქართველოს ერთი მოქალაქე, ჩემი პოზიციით პანდემიასთან მიმართებაში, არ შევუქმნი პრობლემას მთავრობას და მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლე გადამირჩინა!

სოც.ქსელი კი არის საჯარო სივრცე, მაგრამ გადამეტებული ნეგატივი აბინძურებს ჩემს პირად სივრცეს, ამიტომ ბოდიში, თუ წაგშალეᲗ

ჩემს პოზიციას, სტუმართან ერთად გამოვხატავ “განსაკუთრებულ აზრში” -ის ეთერით, ყოველ სამშაბათს 17.00

ცხადზე ცხადია, რომ ვიკეტებით არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ პერმანენტულად გაზაფხულამდე.

საგანგებო მდგომარეობა- მოცემულობაა, რომელსაც საქართველო ვერ შეცვლის! დაველოდოთ, სანამ მსოფლიოში დასრულდება ბრძოლა გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის

მოგიწოდებთ ვისაც გაქვთ სოფელი, მინიმუმ შემდგომი 6 თვე დაუბრუნდეთ მიწა-წყალს.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ნერვებს და იმუნიტეტს-ესაა გადარჩენის გზა

გვიან გაზაფხულზე, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე “გადატვირთვა 2020”, გაცხადდება მსოფლიოს ახალი გადანაწილების გეგმა და დავუბრუნდებით სრულიად ახალ რეალობას

ვიმახსოვრებ ყველა ჩინოვნიკს, ვინც სათავისოდ მოირგო ნიღბების,ტესტების და სხვა ბიზნესი

ფბ.მეგობრებო, ჩვენ ერთად მოვდივართ, მიუხედავად აზრის, მრწამსის,პოლიტიკური შეხედულებების და კოვიდდამოკიდებულების სხვაობისა.

რეალში, ბევრი არ იქნებოდით ჩემი მეგობარი, რადგან სულ 30 უახლოესი მეგობარი მყავს და ეს წრე არ იზრდება!ესაა სოც.ქსელის ავ-კარგიანობა.

ამ სივრცეში ვრჩები იმიტომ, რომ ესაა მარტივი გზა მთელს მსოფლიოს ეკონტაქტო, მათ შორის ჩემს დებს, მეგობრებს და ნათესავებს .

მოვემზადოთ უმძიმესი ზამთრისთვის, გავამხნევოთ ერთმანეთი და გვახსოვდეს: ესეც გაივლის…

დიახ მე არ მჯერა კოვიდის-მჯერა ღმერთის, ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა! ესაა სულიერი განწმენდის წელი, ვინც უშფოთველად და მდუმარედ გაივლის, შემდგომ,ზეცით დაჯილდოვდება. მე, ასევე არ ვარღვევ თქვენს კონსტიტუციურ უფლებას -ვატარებ პირბადეს და ვიცავ დისტანციას.

გვახსოვდეს, რომ ყველა განსაცდელს ღმერთი აგზავნის, შესაბამისად გადარჩენის გზასაც მიუთითებს….

პატივისცემით, ლ.მოროშკინა

(სიღნაღი-თბილისი-სუფსა)

P.S.ნუ გაყიდით უძრავ ქონებას, 2021 წლიდან ფასები გაორმაგდება”

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    მაგ კითხვები შეეკითხე, ლ.ლაბ-ის ბოსებს.

  2. ანონიმური

    აბა,სასტუმროს ვყიდიო?

    1. ანონიმური

      ver gaeyida da Seesva 🙂 ვის უნდა სასტუმრო უსტუმროდ,?

  3. ???

    ლ ა ლ ი, ეს საკუთარი აზრია, თუ უფოლოგი ერეკლე შონიასი?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.