ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი კაცი აცრაზე და მკურნალობაზე უარს აცხადებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში გამოვლენილი ცოფის შემთხვევის გამო, ცოფის საწინააღმდეგო აცრები ოთხ მოქალაქეს ჩაუტარდება. 

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი მაკა ხმალაძე ამბობს, რომ ცოფის შემთხვევა ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდა. მისი თქმით, ერთ-ერთი მოქალაქე უარს ამბობს აცრაზე.

„შინაური ცხოველის მიერ დაკბენილი ერთი-ერთი კაცი ვაქცინაციაზე უარს ამბობს, შესაბამისად, ჩვენი სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის მკურნალობის საჭიროებაში დაარწმუნონ. რაც შეეხება მეორე დაკბენილ კაცს, მას უკვე უტარდება მკურნალობა“, – განაცხადა ხმალაძემ.

სულ კახეთში, 2019 წლისათვის, ძაღლების მიერ ადამიანის დაკბენის 4231 შემთხვევა იყო, აქედან 856- ლაგოდეხში.

შეგახსენებთ, ცხოველის ცოფის შემთხვევა ლაგოდეხში, გუშინ გამოვლინდა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.