ცოტნეს ბოლო ოპერაცია ჩაუტარდა – “მადლობა ანა ჯაბაურს გამძლეობისთვის”

როგორც “ალიასთვის” გახდა ცნობილი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას, გუშინ გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდა, ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

ცოტნეს ძმა, გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“მოკლედ მეგობრებო, ცოტნეს გუშინ ჩაუტარდა თავის ქალის ძვლების შემცვლელი იმპლანტების ინსტალაცია (ოპერაცია, ანუ თავის ქალა სრულად დაიხურა). ყველაფერმა ჩაიარა უმაღლეს დონეზე. მადლობა ბიძინას და ფონდ ქართუს, ჩემ მეგობრებს და ყველა ჩართულ ადამიანს.

ანა ჯაბაური, მადლობა შენ გამძლეობისათვის” – წერს, გიორგი გამსახურდია.

“ალია” დაუკავშირდა ანა ჯაბაურს, იმის დასადგენად, როგორია ახლა ცოტნეს მდგომარეობა:

ოპერაცია გუშინ ჩატარდა ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მსოფლიოში სახელგანთქმულმა პროფესორმა უნტერბერგმა ჩაატარა, ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა ოპერაცია ორ ნაწილად ჩატარებულიყო, მაგრამ ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობამ მისცათ საშუალება, ერთ ოპერაციაში დაესრულებიათ თავის ქალის ძვლების შემცვლელი იმპლანტების ინსტალაცია ორივე მხარეს. ოპერაციიდან რამდენიმე საათში ცოტნე უკვე პალატაში გადაიყვანეს, იგი უკვე მეკონტაქტება არა მხოლოდ მიმიკით, ბგერებითაც კი.

კითხვაზე, დასჭირდება თუ არა ცოტნეს კიდევ ოპერაცია, ანა ჯაბაური “ალიას” პასუხობს, რომ არა – ეს ბოლო ოპერაციაა, ამის შემდეგ დარჩა რეაბილიტაციის კურსი.

  •  
  •  

One Comment

  1. ნათი

    გაიხარეთ ლამაზო ოჯახო. ცოტნეს სრულად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.