“ცოდვას უგზავნიან შვილებს, არამ, ცრემლიან, ლუკმას უგზავნიან საცოდავებს” – ემიგრანტის წერილი

იტალიაში მცხოვრები ქართველი მწერალი, ლელა ლაჩაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ემიგრანტებო ვითხოვ ყურადღებას!

მოგეხსენებათ საქართველოში, მძიმე სოციალურმა და ეკონომიურმა პირობებმა, გამოიწვია ქართველების მასობრივი მიგრაცია უცხო ქვეყნებში. ამ მხრივ არც იტალიაა გამონაკლისი. ყოველდღიურად უამრავი თანამემამულე (ძირითადად ქალბატონი) ტოვებს ოჯახს იმ იმედით, რომ აქ იშოვნის სამუშაოს და შეღავათს მისცემს ბანკის ვალით წელში გაწყვეტილ ოჯახს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ არცერთმა საემიგრაციო სამსახურმა თავის დროზე , არ იზრუნა ან ვერ იზრუნა მათ დასაქმებაზე. ამიტომაც ეს საქმე ბევრმა არალეგალურ ბიზნესად გაიხადა.


ახალ ჩამოსულ ემიგრანტებს ხვდებიან ეგრეწოდებული “დამსაქმებლები” რომლებიც ასევე ჩვენი თანამემამულეები არიან. სთავაზობენ თავშესაფარს, უცხო გარემოში მოხვედრილ დაბნეულ ადამიანებს, წინასწარი თანხის გადახდით ყოველგვარ კომფორტს მოკლებულ “სადგომებში”. საკმაოდ დიდხანს ამყოფებენ უმუშევარად, იმ ინტერესით, რომ მეტი თანხა ამოიღონ ამა თუ იმ პიროვნებისაგან. ხოლო მოგვიანებით, როცა სამსახურს შოულობენ ასევე დიდ თანხას (ხშირ შემთხვევაში მთელი თვის ხელფასს) ითხოვენ სამსახურის სანაცვლოდ. არ გადახდის შემთხვევაში ადგილი აქვს მუქარას, მორალურ შეურაცხყოფას და პირად ანგარიშსწორებას. თუმცა დამსაქმებელს ვინღა დაეძებს როცა ბევრი ემიგრანტი ყიდის საკუთარ სამსახურს, მაშინაც კი როცა ამ სამსახურში არაფერი გადაუხდია. (უკრაინელი, რუსი, პოლონელი, რუმინელი ყველა უფულოდ იძლევა სამსახურს) მხოლოდ ნომრის მიცემაში იღებს ზოგი ფულს და არ რცხვენია. ჩვენ თუ თვითონ არ არ გავხდით უფრო ჰუმანურები საკუთარი ხალხის მიმართ, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი, ამასაც ხომ კანონი არ სჭირდება, დაეხმარო გაჭირვებულ ადამიანს, ეს დაუწერელი კანონია და მორალი გვკარნახობს თითოეულს. არ ვიცი რა ვთქვა. როცა ბარიში მომიწია უმუშევრად ყოფნა, მეტად ამეხილა თვალი. ის რაც აქ მესმის ყურმოკვრით, ( ჩემთან ასე აშკარად არ საუბრობენ) მოლოდინს გადააჭარბა. ერთი და იგივე სამსახურს სადაც ერთი დღეც კი გაძლება შეუძლებელია მრავალჯერადად ყიდიან, ახალჩამოსულებზე და არამხოლოდ. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ყველა ასე არაა. ახლა როცა მსოფლიო პანდემიამ ისედაც საფრთხის წინ დაგვაყენა, იქნებ დროა გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს.
თუ არა და სხვას მაინც ნუ დავაბრალებთ საკუთარ უბედურებას..

პ.ს. ამ ხალხს ამდენი დამცველი იმიტომ ჰყავს, რომ ეს ხალხი დონორია მათი, ესენი აძლევენ დამსაქმებელს სამსახურს და წილში გადიან. ეფარებიან მათ სახელს, ესენი ყველაზე უნამუსო ხალხია ❗❗❗❗
რა ქნან აბა არ დაიცვან? კუდს ხომ არ მოიჭრიან თითონ. ასე რომ არ იყოს ჩვენ მოგვაწვდიდნენ სამსახურებს და გვთხოვდნენ მიიტანეთ უმუშევრამდე ღმერთი გიშველითო. ვისაც თითონ ვერ მისწვდებოდნენ სხვისი ხელით მიაწვდიდნენ. მაგრამ არა❗ დაყარაულებულები არიან პირიქით, საიტიდან აქცინცლონ რამე და გაყიდონ. მერე იმით “ზმანები” იყიდონ და გაიპრანჭონ. შვილებს გაუგზავნონ სხვისი ნაოფლარ ნაწამები. ის კი არ იციან რომ ცოდვას უგზავნიან და შეურგებელ, არამ, ცრემლიან, ლუკმას საცოდავებს.

ლელა ლაჩაშვილი”

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    გაგებით მოეკიდეთ პიზდინას ახუიწელნი მე-8 წელს…მე მაგის ოჯახს შევეცი ბლიად….გერმანიის ბილეთები არ გააიაფა მაგ ყლისთავამ?

  2. ანონიმური

    SAQARTVELOS KAPITALISTURI SAMOTXIS BEDNIEREBIS 31-E CELI…”CHVEN MARTO CHVENI BORJOMIS TSKALIC GVEKOPA KVEKNIS AKVAVEBISTVIS”-MOGVICODEBDNEN 31 CLIS CIN

  3. ano

    hoda ikviret kidev tavisufleba ,demokratia da …..tavisuflebi gijebi arian…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.