ცნობილი ინფექციონისტი პაციენტისგან კოვიდ19-ით დაინფიცირდა? – რა მოხდა ბოჭორიშვილის კლინიკაში?

საქართველოში კორონავირუსით სტაციონარებში 836 მოქალაქე მკურნალობს. მათ შორის არიან უცხოეთიდან შემოსული ადამიანები, პოლიტიკოსები და ექიმებიც კი. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით დაინფიცირებული ცნობილი ინფექციონისტი ნიკოლოზ ზუბადალაშვილი მკურნალობს.

ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი პოლიტიკოს ჯაბა ჯიშკარიანისგან გახდა. ის პალატაში სწორედ ცნობილ ინფექციონისტთან ერთად არის მოთავსებული.

No description available.

ჯაბა ჯიშკარიანი: ხომ ამბობენ ზოგი ჭირი მარგებელიაო, პალატაში სადაც კოვიდ 19-ზე ვმკურნალობ, არაჩვეულებრივი ადამიანი, საკუთარი საქმის პროფესიონალი, ცნობილი ინფექციონისტი ნიკოლოზ ზუბადალაშვილი გავიცანი.

ნიკოლოზი არის გმირი ექიმი.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა ბევრი წლების მანძილზე გაგრძელდება, როცა აქედან გავალთ და ბევრ სიკეთეს გავაკეთებთ ერთად.

– ვისგან დაინფიცირდა ინფექციონისტი?

– ზუსტი იდენტიფიცირება ვისგან დაინფიცირდა შეუძლებელია, მაგრამ ნიკა ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდა და სავარაუდოდ სწორედ პაციენტისგან დაინფიცირიდა.

  •  
  •  

One Comment

  1. თბილისელი

    გამოჯანმრთელებას გისურვებთ და კვლავ ხალხის სამსახურში შრომას, გაიხარეთ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.