ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ სრულდება – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ზავის შესახებ შეთანხმება, რომელსაც გასულ კვირას, მოსკოვში სამმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს, არასრულად სრულდება და საბრძოლო მოქმედებები გრძელდება:

„თქვენი ვიზიტი საკმაოდ ადრე დაიგეგმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის მიმდინარეობს სერიოზული ძალისხმევის ფონზე, რომელშიც მონაწილეობს საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრი წევრი და ძალისხმევის ფონზე, რომ მოიხსნას დაძაბულობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. გასულ პარასკევსა და შაბათს, ყოველ შემთვევაში, შაბათის გარკვეული ნაწილი ჩვენ ამ შენობაში გავატარეთ ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, მივაღწიეთ შეთანხმებას ვლადიმერ პუტინის ინიციატივით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეთანხმება ჯერ სრულად არ ასრულდება და საბრძოლო მომქედებები კვლავ მიმდინარეობს“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.