ცაგერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – მაშველები მდინარეში ჩავარდნილ კიდევ ორ პირს ეძებენ

ამ წუთებში ცაგერში, სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები მდინარე ცხენისწყლის არხში ჩავარდნილებს ეძენენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ნაპოვნია მხოლოდ ერთი მამაკაცის ცხედარი, ორს კი ამ დრომდე ეძებენ.

მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ცხენისწყლის არხში გუშინ ღამით ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასში სამი მამაკაცი იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.