ჩხუბი ქართველ „ქურდებს“ შორის ნეაპოლსა და ანტალიაში

ბოლო რამდენიმე კვირაში „ქურდულ სამყაროში” ორი კონფლიქტი მოხდა, რომელსაც, შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ორივე შემთხვევაში ერთმანეთს ქართველი „ქურდები” დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა „პრაიმ-კრაიმი” წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ერთ შემთხვევაში ჩხუბი სხვადასხვა კლანის წევრებს შორის მოხდა, მეორე შემთხვევაში კი ერთი დაჯგუფების წევრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

„პრაიმ კრაიმის” ინფორმაციით, ივლისის ბოლოს ნეაპოლში ერთმანეთს მერაბ ჯანგველაძისა („სუხუმსკი”) და ტარიელ ონიანის („ტარო”) კლანის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

45 წლის ლევან დადეშქელიანისა („ლევან სვანი”) და 44 წლის აკაკი ლანდიას („კაკო”) დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თუმცა გაცხადა, რომ ფიზიკურად ლევანთან შედარებით არც ისე ძლიერმა „კაკომ” დაპირისპირების შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო.

რაც შეეხება შედარებით მასშტაბურ დაპირისპირებას, რომელიც თურქეთში, ქალაქ ანტალიაში დაიწყო, მისი დაწყების რამდენიმე მიზეზია ცნობილი.

უცნობია ზუსტად როდის მოხდა ჩხუბი 60 წლის ოთარ ტოტოჩიასა და 33 წლის რუსლან გეგეჭკორს შორს შორის, მაგრამ „პრაიმ კრაიმის” ცნობით, ტოტოჩიამ მის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობა ვერ მოითმიანა გეგჭკორისგან, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ტოტოჩიამ სილა გააწნა.

ყველაფერი კი სატელეფონო საუბრისას დაიწყო. ოთარ ტოტოჩია ტელეფონის ესაუბრებოდა სხვა „კანონიერ ქურდს”, რა დროსას გეგეჭკორი მის გვერდით იმყოფებოდა და უკმაყოფილოებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ტოტოჩია აზრს ვერ აყალიბებდა.

ტოტოჩიას საუბრისას პარალელურად კომენტარების გაკეთებისას გეგეჭკორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტოტოჩიას, რის შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება „კანონიერ ქურდებს” შორის.

სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ გეგეჭკორსა და ტოტოჩიას სამი „კანონიერი ქურდი” – იური ლაზარევსკი, არმანი და ჰიზირი (მათი ნამდვილი გვარები უცნობია – რედ.) აშველებდნენ.

როგორც აღინიშნა, სატელეფონო საუბარი, შესაძლოა, არ იყოს მთავარი მიზეზი ოთარ ტოტოჩიასა და რუსლან გეგეჭკორის დაპირისპირებისა.

როგორც „პრაიმ კრაიმი” იუწყება, ტოტოჩია დიდი ხანია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს „ქურდულ სამყაროში”. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვში მცხოვრები ტოტოჩია „რუხი კარდინალის” სტატუსით იყო ცნობილი.

„კანონიერი ქურდის”, ნადირ სალიფოვის („გული”) გარემოცვაში თურქეთში ტოტოჩია გასულ წელს აღმოჩნდა, როდესაც, გავრცელებული ინორმაციით, რუსეთში მოქმედ ანტი-„ქურდულ” კანონს გაურბოდა.

თავის მხრივ, გეგეჭკორი „შთამომავლობითი” „ქურდია” – მისი მამაც და ბაბუაც „ქურდულ სამყაროს” წარმომადგენლები იყვნენ. ცნობილია, რომ როლანდ გეგეჭკორი – რუსლანის მამა – საკმაოდ გავლენიანი „კანონიერი ქურდი” იყო და ბევრი დღევანდელი „ქურდის” „ნათლიაც” გახლდათ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც „გულის” გარემოცვაში ტოტოჩია გაჩნდა, გეგეჭკორმა პოზიციები დათმო და მისი ადგილი ოთარ ტოტოჩიამ დაიკავა.

„რეზონანსი“

  •  
  •  

6 Comments

  1. ანონიმური

    Kartvelma kartveloxomgaiget

  2. პროგრესული ქართველი

    თურქეთშიც ჩამოაბნელეს

  3. ანონიმური

    ერთი ამათიც.რაღა დროს ქურდებია.

  4. Trt

    ალია ხომ არ ანძრევთ.სხვა საქმე არ გაქვთ

    1. ჟორა

      შენ ვინ გეკითხება… მუქთად ნახულობ მაგათ მოგროვებულს ! ტრაკი დააყენე რაა და ვისაც გვინდა წავიკითხავთ ვისაც არა Trt არ დავეკითხებით

  5. cheap flights

    Howdy! Do you know if they make any plugins to help with SEO?
    I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords but I’m
    not seeing very good gains. If you know of any please
    share. Many thanks!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.