“ჩუგოშვილი მირეკავდა და გაჩუმებას მთხოვდა – ასეთი მონური მორალი აქვს, ალბათ”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილს, თქმით, დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, ქართულ ოცნებაში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე დაურეკა და და სთხოვდა გაჩუმებულიყო. ამ თემაზე მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

“ეს იყო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. მას შემდეგ მას ჩემთან ურთიერთობა არ ჰქონია. თამუნამ [ჩუგოშვილმა] Facebook-ზეც წამშალა, ამ დონეზეც შეუძლია თურმე პოლიტიკოსს მოიქცეს. არ მოეწონა ალბათ ის, რასაც საბჭოში ვაკეთებდი.

ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ ის იუსტიციის საბჭოში არა მარტო ქართულმა ოცნებამ, არამედ ევროპულმა საქართველომაც აირჩია და ორივე პარტიისგან ჰქონდა მხარდაჭერა. მისი თქმით, საბჭოს წევრი აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.

“იყო პერსონალურად მისგან ჩემთან ზარები და არა სხვებისგან, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ არ მოსწონდა რაც საბჭოში ხდებოდა, ხმაური იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს იყო ზარებით, რამდენიმე ზარი იყო. გაჩუმდი თუ შეიძლება, თუ შეიძლება არ იყოს ხმაური, არ მოსწონთ ეს ხმაური (ალბათ ქართულ ოცნებაში, არ ვიცი) როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკა და მიღებული რეფორმა გავაკრიტიკე საერთო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ მითხრა, რომ შენ ვინც აგირჩია, იმ ხალხს რატომ აკრიტიკებო, ცოტა უხერხულია ესო, ასეთი მორალი აქვს ალბათ თვითონ, რომ ვინც აგირჩევს იმის მიმართ მონური დამოკიდებულება უნდა გქონდეს”

ჯანეაზაშვილმა აღნიშნა, რომ მის სამწლიან კარიერაში ვერ გაიხსენებენ ისეთ ფაქტს, როცა რამე დათმო, კომპრომისი ჰქონდა ვინმესთან

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    auu amas ocnebam gaumaza am dampals

  2. ანონიმური

    Rasiaaa magaria

  3. ანონიმური

    zindaxeduli gogoa nazibrola ! amaze itkvian zali tvali rusetshi aq meore amerikashi , midi droa aizko umzikvlo qartul – tutaberiseuli politikuri kariera

  4. ანონიმური

    ამაზრზენი არსებაა ყველანაირად, ყველაფრის მკადრებელი. ზოგადად ის, რაც ხდება არის ჩვენი პოლიტიკოსების სახე. ჯერ სად ვართ, რამდენ სიბინძურეს გამოუმზეურებენ ერთმანეთს.

  5. ანონიმური

    რამე დამაჯერებელი ტყუილი მაინც მოგეფიქრებინა ნაზიკო

  6. ანონიმური

    რაებს მიედ მოედები შენ გგონია ვინმე დაიჯერებს მაგ აბსურდს ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.