„ჩონჩადქცეულს (33 კილოს ვიწონი) მაინც არ დამიკარგავს იმედი… გემუდარებით, გადამარჩინეთ“

ყოფილი ჟურნალისტი, ანი გიორგობიანი-შუბითიძე, რომლის ისტორია უამრავმა ადამიანმა მოისმინა და ბევრი, მასზე ძალადობის ფაქტმა შეძრა, დახმარებას ითხოვს და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

„მე ვიცი, ყველას გვიჭირს ახლა…
მაგრამ მაინც გთხოვთ დახმარებას…
ძალადობის მსხვერპლი ლამის მოძალადედ გამომაცხადეს,
სასამართლო უსამართლოა და ,,არა ძალადობას’-მხოლოდ წინასაარჩევნო ლოზუნგი!
შვილი წამართვეს, ისე რომ ოფიციალურად დედობა ვერ ჩამომართვეს. მაგიჟებდნენ და არ გავგიჟდი, ცოცხალი კაცის ქვრივი ვიყავი და არ ვმრუშობდი.
ობოლ და უპატრონო ქალს, მაჯობეს, მომერიენ…
ისინი ბევრნი არიან, მე მარტო, უმუშევარ და არაერთგზის ნაძალადევ შვილს მიკედლებული…
ჩვენ ცამეტი სისხლიანი და ცრემლიანი წელი გამოგვატარეს!
ავი სენისგან თავდაღწეულს და ჩონჩადქცეულს (33 კილოს ვიწონი) მაინც არ დამიკარგავს იმედი…
სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ, ქადაგად დავვარდები, მუხლებზე დავდგები და ისე მოვითხოვ დახმარებას, მე ჩემი გოგონა უნდა დავიბრუნო!
მე კიბო არა, შვილის მონატრება მკლავს!…
გაუცხოებული, დედისხატჩამსხვრეული შვილის…
არავინ მყავს და არაფერი გამაჩნია ამ ქვეყნად მათზე ძვირფასი!…
მე იმ ,,ოჯახში” რომელსაც არაფერი აქვს ოჯახთან საერთო, არც არასდროს ვიყავი მათი წევრი, ორი ანგელოზივით შვილით, ჯანმრთელი და ბედნიერი შევედი და იქიდან ჩემს უფროს შვილთან ერთად, შვილწართმეული, სულამოცლილი და ჯანგამოცლილი წამოვედი…
რომ არა თქვენ, ჩემო მეგობრებო, უცნობებო და ნაცნობებო, მშიერს და უსახლკაროს ნაგვემი სული უკვე ამოხდილი მექნებოდა…
მუხლმოდრეკილი გთხოვთ დედებო, დამეხმარეთ განადგურებულ დედას, ჩემი გოგონას გარეშე მოვკვდები…


GE61TB7143245068100002-
მიმღები ანა შუბითიძე.
გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ გადამარჩინეთ…“

  •  
  •  

კომენტარი

  1. სტალინი

    არცერთი კომენტარი ღმერთო. . .ლიზა ყენიას ტრუსიკის გახდა უფრო მნიშვნელოვანია. . .კორონასაზოგადოება. . .

    1. ანონიმური

      ☹☹

  2. ანონიმური

    აქ უკვე კომენტარი კი არა, დახმარებაა საჭირო. ლაპარაკი მთავრობისაც გვეყოფა! დავეხმარები, აუცილებლად!

  3. ანონიმური

    პირადი ნომერი და თუ საქ.ბანკის ბარათზე დავურიცხავ

  4. ₩₩₩

    ასაკრძალია ის მახინჯი კანონი, რაც შვილის წართმევის უფლებას იძლევა, თუ მშობელი მართლა რამეს აშავებს შვილის წინაშე(შეიძლება არიან ასეთი გამონაკლისებიც), მშობელთან ჩაატარონ ის სამუშაოები, რაც მას უკეთესს გახდის, თუ არა მერე გააშორონ შვილს, მაგრამ ისე კი არა არასრულწლოვანს მშობლიური კერა დაუკარგო და არ იცოდეს სად ყავს მშობელი, ამას ფაშისტნაცისტები არ აკეთებდნენ და ჩვენ კანონში ჩაგვისვეს

  5. ნატო

    ძალიან შემეცოდა მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია უბრალო მოკვდავთ😥😥😥

  6. referenciasmedicas.com

    Superb blog you have here but I was curious if you knew of any community forums that cover the
    same topics talked about here? I’d really like to be a part of online community where I can get feed-back from
    other knowledgeable people that share the same
    interest. If you have any suggestions, please let me know.

    Thank you!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.