“ჩიქოვანს გიორგის შეყვარებული უყვარდა და “აფსაიდში” იყო…”

“მთავარი არხის” ინფორმაციით შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ ჩიქოვანს შაქარაშვილთან დაპირისპირების სპეციფიური მიზეზი ჰქონდა.


ნიკა გვარამიას თქმით “მთავარ არხს” სანდო წყარო უყვება, რომ გოგოს, რომელიც ჩიქოვანს უყვარდა, შაქარაშვილის შეყვარებული იყო და იმ ღამეს საჩხუბრად ამოყვანილმა ბიჭებმა საქარაშვილი ამის გამო დასაჯეს.
“ჩიქოვანს ქონდა სპეციფიური მიზეზი შაქარაშვილის მიმართ. გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, ამ გოგოს უყვარდა შაქარაშვილი. მათ შორის, ალბათ, ორმხრივი ურთიერთობა იყო, ჩიქოვანი იყო “აფსაიდში”, აქ ამბავი მათ შორის ამ თემაზე დაიწყო, ჩიქოვანის მიერ ამოყვანილი ხალხი სპეციფიურად სჯის შაქარშვილს. მათი მთავარი მიზანი არის სწორედ შაქარაშვილი და არავინ სხვა”

“ალიასთვის” უცნობია ნამდვილად შეყვარებულის გამო მოხდა თუ არა ჩხუბი, თუმცა, მოტივი რომ მთავარია და შესაბამისად ჩხუბის დაწყების მიზეზი რომ მთავარია, ჯერ კიდევ მაშინ ვთქვით, ყველა და მათ შორის, ბატონი ნიკაც რომ იძახდა, რა მნიშვნელობა აქვს რა მიზეზით დაიწყო ჩხუბიო…

ხომ ჰქონია მნიშვნელობა? – ის მნიშვნელობა აქვს რომ მეტ-ნაკლებად იმას მაინც გაიგებ, სპეციალურად მისდევდნენ კონკრეტულ პირს, თუ ვისაც დაეწივნენ, ის ცემეს! ვისზე იყვნენ გაბრაზებულნი იმას მაინც გაიგებ…

კი, ჩვენც გაგვიჩნდა ეჭვი, რომ კონკრეტულად შაქარაშვილს მისდევდნენ და შემდეგ კი კონკრეტულად ამირხანაშვილს – რადგან ის ერთადერთი იყო, ვისაც ეცოდინებოდა ჩხუბის მიზეზიც და ოჯახშიც ყველაზე სწრაფად დარეკავდა…

ეს ეჭვი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც პროკურატურამ გვითხრა, რომ პირველი ჩხუბის შემდეგ, 2 პირი დარჩა მცხეთაში სათვალთვალოდ, თუმცა, თვალთვალი დაუწყო არა კონკრეტულად იმ სამ პირს, ვისთანაც კონფლიქტი მოუვიდა, არამედ რატომღაც სხვა პირებს…

  •  
  •  

კომენტარი

  1. ოჯახის ახლობელი

    არა მჯონია გოგოს გამო მოხდა. სიმართლე ამაში არ დევს. გაარკვევენ მიზეზებს,თუ ახალგაზრდები ალაპარაკდებიან. თუმცა ამით გიოს ეშველება რამე?

    1. tamo

      სამწუხაროდ არაფერი… ერთი ისაა, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი და დაუსჯელობის სინდრომი არ იქნება ქვეყანაში. მიზეზი აუცილებლად უნდა გაირკვეს. ოჯახის ახლობელი, დაგვიკავშირდი პირადად.

  2. მეზობელი

    ნეტაი არ ბოდავდეთ

  3. ეგ ბოდვა უფრო ხშირად კლავს!

    ასიანია! მთავარია თავდაცვის საშუალება ჰქონოდა თან მოკლულს!მაგრამ რეგვენებს ამ თემაზე კრუნჩხვა
    ემართებათ როგორც პრაქტიკამ აჩვენა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.