ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს

ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს. აღნიშნული შტამი ცოტა ხნის წინ გაჩნდა და მისი მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება ადამიანსაც გადაეცემა.

მკვლევრები შეშფოთებულნი არიან, რომ ვირუსმა შეიძლება მუტაცია განიცადოს და ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გლობალური აფეთქება გამოიწვიოს. 

მეცნიერების თქმით, ვირუსს ყველა ნიშანი აქვს, რომ ადაპტირებული იყოს ადამიანების ინფიცირებისთვის და მას მჭიდრო დაკვირვება სჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი ახალია, ადამიანების უმეტესობას მასზე იმუნიტეტი არ ექნება.

ახალი ტიპის გრიპის შტამი, რომელიც ჩინეთში გამოავლინეს, 2009 წლის ღორის გრიპის მსგავსია, მაგრამ გარკვეული ცვლილებებით. ჯერჯერობით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ პროფესორმა კინ-ჩოუ ჩანგმა განაცხადა, რომ ის ყურადღებას საჭიროებს. 

ვირუსის სახელწოდებაა – G4 EA H1N1. ის ადამიანების სასუნთქ გზებს აზიანებს. მეცნიერთა თქმით, ახალი ტიპის გრიპის ვირუსი უკვე დაუდასტურდათ ჩინეთში, სასაკლაოებსა და ხორცის საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს.

  •  
  •  

5 Comments

  1. @@

    გადაუკეტოს ჩინეთს საზღვარი მსოფლიომ !

    1. ანონიმური

      Getanxmebit.

  2. ანონიმური

    ჯანმო არის მსოფლიოს ყველაზე დიდი საფრთხე!

  3. წადით თქვენი...................

    მაგ საკენკი დაუყარონ, თავიანთ ოჯახის წევრებს სახლში რომ მივლენ……………………………………………………………………..

  4. Quality formula

    98072 51342extremely good post, i undoubtedly really like this outstanding website, carry on it 283934

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.