„ჩინეთში ვიზიტით მყოფი პირები ცდილობენ სხვადასხვა პრეპარატით კორონავირუსის სიმპტომების დროებით განეიტრალებას, რათა თავი დააღწიონ კარანტინს!“

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კომუნიკაციების ხელმძღვანელი“ გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ ჩინეთში მცხოვრებ ქართველებზე დაყრდნობით ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩინეთში მცხოვრები, ან საქმიანი ვიზიტით მყოფი პირები ცდილობენ სხვადასხვა პრეპარატით კორონავირუსის სიმპტომების დროებით განეიტრალებას, რათა თავი დააღწიონ კარანტინს და ასე შეაღწიონ დანიშნულების ადგილს. შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, ჩინეთი მხოლოდ მე-16 ადგილზეა საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებლით – გაცილებით მეტი ადამიანი შემოდის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. თუმცა, ამის მიუხედავად და ჩინეთში მძვინვარე კორონა ვირუსის გათვალისწინებით, რას აკეთებს ქვეყნის ხელისუფლება და ჯანდაცვა როგორც საქართველოში შემოსული მოქალაქეების, ისე საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის? მოწმდებიან აეროპორტში ჩამოსული მგზავრები და მათი ნივთები? აბრუნებენ საეჭვო სიმპტიმების მქონე პირებს უკან, ან ათავსებენ კარანტინში? “

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.