“ჩინეთში გავრცელბულ კორონავირუსთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ რეალური ინფორმაცია” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩინეთში გავრცელბულ კორონავირუსთან დაკავშირებით მინდა მოგაწოდოთ რეალური ინფორმაცია, რადგან ბევრი გვწერს და გვეკითხება, ყველა ქვეყანა თავისებურად ავრცელებს განსაკუთრებით საქართველო და ამას ემტება ხალხის კომენტარები და ცრუ ინფორმაციები თითქოს ჩინეთი “ზომბი ქვეყნად” იქცა ხალხი ქუჩაში ხდება ცუდად და ასე შემდეგ.
❗️ჩინეთის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით (საიტის ლინკი https://voice.baidu.com/act/newpneumonia/newpneumonia) დღეს დღის ბოლოს ინფიცირებულია 899 ადამიანი, სავარაუდოთ ინფიცირებული 1076, განკურნებული 35, გარდაცვლილი 26. გარდაცვლილთა უმრავლესობა 40-85 წლის ადამიანები. ასევე ვირუსი უკვე გასულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ⬆️
ეპიდემიის ქალქი უჰანი ( ცენტრალური ჩინეთი) სრულიად იზოლირებულია, ხალხს არ აძლევენ უფლებას ქალაქის დატოვების, მიდის ყველას შემოწმება და გასინჯვა. სხვა დანარჩენ დიდ ქალაქებში დროებით დაკეტილია ყველა სახელმწიფო გასართობი, დასასვენებელი ხალხთა თავშეყრის ადგილები. უმრავლესობა დადის პირბადით უსაფრთხოების მიზნით.
❗️❗️რადგან ახლა ჩინური ახალი წელია , ხალხის დიდი ნაწილი გადაადგილდება ბრუნდება სახლში: ყველა აეროპორტში, რკინიგზის თუ ავტო სადგურში მოწმდება ყველა უსაფრხოების მიზნით.
❗️❗️❗️ ვირუსის გავრცელების კერა ქალქ უჰანში ზღვის პროდუქტების სავაჭრო ცენტრი იყო! ვირუსის სიმპტომები: მაღალი სიცხე 38 და ზემოთ, მშრალი ხველა, სუნთქვის გართულება, დაღლილობა.
❗️❗️❗️❗️ მიდის მუშაობა კონკრეტულ ვაქცინებზე მაგრამ ჯერ ახალი არაფერია.

P.S ძალიან ბევრი ქვეყანა ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს უმოწმებს ტეპერატურას უსაფრთხოების მიზნით. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს პირდაპირი რეისი არ აქვს ეპიდემისს ქალაქთან, სასურველი იქნებოდა ჩვენც შეგვემოწმებინა მგზავრები.! მაგრამ ჩვენ ხომ უპატრონო ქვეყანაში ვცხოვროთ”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ზუ

    ჩინურ ოფიციალურ წყაროს მტერი ენდო, ხალხი იხოცება ქუჩაში და გამვლელები პანიკაში ვარდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.