ჩინეთიდან ევაკუაციას მხოლოდ 4 ქართველი დათანხმდა

ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევაკუაციას დათანხმდნენ თურქეთში ჩაფრინდებიან და საკარანტინო პერიოდს იქვე გაივლიან – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, თურქეთიდან უკვე გაფრინდა თვითმფრინავი, რომელიც მოქალაქეებს წამოიყვანს.

ევაკუაციას ჩინეთში მყოფი საქართველოს 4 მოქალაქე დათანხმდა, ამასთან, სამინისტროს რამდენიმე ქართველი დაუკავშირდა, რომელიც ტურისტულად იმყოფებოდა ჩინეთი, ამიტომ მათ გამოსაყვანად მოლაპარაკებები გრძელდება.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა. ამავე დროს, დაინფიცირებულთა რიცხვმა 9 692-ს მიაღწია.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მიხარია რომ ზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე

  2. ანონიმური

    გაიხარეთ ქალბატონო ეკატერინე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.