“ჩვეულებრივი არამზადები არიან და სძულთ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი…”

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“რა საინტერესო ფენომენია ეს რესპუბლიკური პარტია

ამბობენ, რომ საქართველოში ყველაზე დემოკრატიული პოლიტიკური ძალა არიან, ხან ვის ირჩევენ თავმჯდომარედ, ხან ვის… სინამდვილეში კი გადაწყვეტილებებს ძმები იღებენ. ვინც ძმებს არ მოსწონთ, ისინი თავქუდმოგლეჯილი გარბიან “რესპების” შემადგენლობიდან.

საკუთარ უპრინციპობას, ბლოკიდან ბლოკში კურტიზანივით გადახტომა-გადმოხტომას, უთავბოლობას, ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის საკუთარი სიტყვის ღალატს “წარსულის კომპლექსების არარსებობას” უწოდებენ ხუთ წელიწადში ერთხელ შეუძლიათ ბედი დაუკავშირონ ხან “გრეჩიხას”, ხან თამაზ მეჭიაურს, ხან დილარ ხაბულიანს, ხან ბიძინას, ხან მიშას… არ აწუხებთ სინდისი, როდესაც გუშინ ჯალათად გამოცხადებულ პირს დღეს პრემიერად გვთავაზობენ …

ოღონდ იტივტივონ, ოღონდ არ ჩაიძირონ. თან სრულიად პარაზიტულ ორგანიზმს წარმოადგენენ, რადგან მარტო არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ, სულ მარცხდებიან, 1%-ს ეჭიდავებიან!!!

სხვის სხეულში უნდა შეძვრნენ, რომ პარლამენტში შეყონ ცხვირი. ამბობენ, რომ პოლიტიკაში სიძულვილი და სიყვარული არ არსებობსო. თავად კი სძულთ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ზემოდან და ქედმაღლურად უყურებენ ადამიანებს, ხან ბნელებს უწოდებენ, ხან ჩამორჩენილებს, ხან ბრბოს. არასდროს უზრუნიათ იმისთვის, რომ ადამიანები წუმპიდან ამოეთრიათ, პირიქით… სიყვარულითაც უყვართ მხოლოდ თავისი თავი, შიშითაც მარტო იმის ეშინიათ საერთოდ არ გაქრნენ…

ხალხო, პოლიტიკაში სიყვარულიც არსებობს, სიძულვილიც, შიშიც… მთავარია რას მიემართება ეს კონკრეტული გრძნობები… იცოდეთ, ვინც გარყვნილებას “წარსულის კომპლექსების არარსებობას” ეძახის, ის ბრძენი და პრაგმატული პოლიტიკოსი კი არა, ჩვეულებრივი არამზადაა! არ შეაფუთინოთ უპრინციპობა სიბრძნედ !”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    როგორ მძულან ძმები ბერძენიშვილები.

  2. ანონიმური

    დიდ პატივს ვცემ ბერძენიშვილებს, მათი განათლების და კეთილსინდისიერების გამო. მომწონს კორძაია, ყველაფრით შემკული ქალბატონი, ასევე ხათუნა სამნიძე. წარმარებას გისურვებთ!

  3. დათუჩა,ხათო.თამო.....

    მოდი და ამ არსებას პათოლოგი არ უწოდო(ანონიმურს თუ ანანიას მივმართავ)

  4. merabi-3 OMIS VETERANI.

    levan-sheni dzmakazi aku ratom dagavizkda, nadziralebshi casazerad.

  5. ანონიმური

    და სხვაზე დღეს არ გაქვს სათქმელი არაფერი ყმაწვილო?შენც მეტრაკეობას ხომ არ მიყავი ხელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.