ჩვენ მხარს დავუჭერთ ირაკლი კობახიძის კანდიდატურას – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადებით, ირაკლი კობახიძის კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე პოლიტსაბჭოს წევრები მხარს ერთსულოვნად დაუჭერენ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ირაკლი კობახიძე არის გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისი კომპეტენციით იურისპრუდენციაში, კონსტიტუციონალებში გამოირჩევა ჩვენს გუნდში. უკვე არაერთი წელია ირაკლი კობახიძე არის ჩართული ჩვენი პარტიის საქმიანობაში. მოგეხსენებათ, რომ ის მანამდე იყო პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ყოველდღიურად იყო ჩართული საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მის კანდიდატურას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე არის წარდგენილი. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 16 იანვარს ჩატარდება.

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    ardaucher da mogitkna bidzina colis prochs

  2. ანონიმური

    ეეეჰ ღარიბაშვილის პრემიერობას არაფერი ჯობდა , დაჟე ბიძინას პრემიერობას უჯოკრავდა😂

    1. ანონიმური

      შენ ნაღდად სომხის სისხლი გიდუღს ძარღვებში.

  3. ანონიმური

    ეს ღარიბოვი სადაც ფული გადმოდის, ყველას ეწყობა და მადლობელია! სომხური ყნოსვაა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.