“ჩვენ ვსწავლობთ, თუ რატომ არის ჩვენთან ბავშვებში შედარებით მეტი შემთხვევა, ვიდრე მოველოდით”

გასაკვირი უფრო ის იყო, რატომ არ იყო. ახლა რომ ბავშვებშიც გამოჩნდა ეს ინფექცია, მიმაჩნია, რომ ეს უფრო კანონზომიერია – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„თუ არ ვცდები, ბავშვების ინფიცირების უკვე 10 შემთხვევაა ჩვენთან, რაც ყველა შემთხვევის დაახლოებით 12 პროცენტია. თავიდან ითვლებოდა, რომ ეს ინფექცია ბავშვებს საერთოდ არ აზიანებს, მაგრამ შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ერთეულებს აზიანებს, შემდეგ, რომ არც მთლად ერთეულებს და უფრო მეტს. ახლა, არა მარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებიდანაც მოდის უკვე ინფორმაცია, რომ ბავშვები იქაც ავადდებიან. ჩვენ ვსწავლობთ ამას, თუ რატომ არის ბავშვებში შედარებით მეტი შემთხვევა, ვიდრე მოველოდით. თუმცა, თავიდან ეს უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე ის, რომ ბავშვებში არ ვრცელდებოდა ეს ინფექცია, რადგან საერთოდ, ყველა რესპირაციული ინფექცია და მათ შორის ყველაზე ცნობილი, გრიპი ბავშვებსა და მოზრდილებს ერთნაირად აზიანებს და ბავშვებს უფრო მეტად. გასაკვირი უფრო ის იყო, რატომ არ იყო. ახლა რომ ბავშვებშიც გამოჩნდა ეს ინფექცია, მიმაჩნია, რომ ეს უფრო კანონზომიერია“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    თქვენ ხართ გმირი ადამიანი გაიხარეთ

  2. გიორგი

    ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ მეიმედებით ძალიან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.