“ჩვენ ვამბობდით რომ ერთადერთი გზა კორონავირუსის პრევენციული და ადრეულ გამოვლენასთან დაკავშირებით იყო მასობრივი ტესტირება, მაგრამ არ დაგვიჯერეს და ჩაფლავდნენ” – გიორგი ვაშაძე

რას აკეთებდა  ორი თვის განმავლობაში და როგორ ემზადებოდა მთავრობა, ეს ყველაფერი გამოჩნდა ახლა – ისინი აკეთებდნენ  მხოლოდ ფულს  და მდიდრდებოდნენ ხალხის ხარჯზე,“ – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ მდგომარება დღითიდღე მძიმდება და სავაადმყოფებსა და საკარანტინე სივრცეებში შექმნილ კატასტროფულ ქაოსს მოუმზადებელ და ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას უკავშირებს. მისივე თქმით, გაუსაძლისი მდგომარებაა რეგიონებში, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ და გასაიდუმლოებულია, შესაბამისად, პოლიტიკური ლიდერი მოქმედი მთავრობის მიერ გაჟღებეულ მონაცემებს კოვიდ ინფიცირებულებსა და გარდაცვალების თაობაზე ეჭვის ქვეშ აყენებს.  

„ქვეყანაში კოვიდ მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ყოვედღიურად რთულდება მდგომარეობა საავადმყოფოებსა და საკარანტინე სივრცეებში. სრულიად ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა და ამას უკვე ვეღარ  მალავენ ექიმები, პირდაპირ გამოდიან და ამბობენ. დღეს უკვე კოვიდ ინფიცირებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა. კატასტროფული ქაოსია ტესტირებებთან დაკავშირებით. როდის ვამბობდით, რომ აუცილებელია მასობრივი ტესტირება? როდის უნდა ეზრუნა მთავრობას ტესტების მარაგებზე, რომ ეს არის  ერთადერთი გზა კორონა ვირუსის პრევენციული და ადრეულ გამოვლენასთან დაკავშირებით? და რა ხდება დღეს? ადამიანები ტესტებს ვერ იკეთებენ, პასუხები არეულია,  სად გაიგზავნა ანალიზი არ იციან, სრულიად ქაოსშია ყველაფერი. აი, ეს არის ჩამოშლილი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. რას აკეთებდნენ ორი თვის განმავლობაში? როგორ ემზადებოდნენ ყველაფერი ახლა გამოჩნდა. ისინი აკეთებდნენ მხოლოდ ფულს და გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე, საერთოდ არ აინტერესებდათ მოქალაქეების არც ჯანმრთელობა, არც გარდაცვალება. კატასტროფული ციფრებით იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩვენ არ ვიცით რა ხდება სხვა რეგიონებში, იმიტომ რომ  ვფიქრობ დამალულია და გასაიდუმლოებულია სამხედრო საიდუმლოსავით, იმის ნაცვლად, რომ ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია. მეგობრებო, უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური მობილიზება და პასუხი მოვთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვერ შეძლეს კრიზისის  მართვა და კორონასთან ბრძოლაში ჩააფლავდნენ. დღეს, როდესაც ისინი საუბრობდნენ სომხეთსა და აზეირბაიჯანზე, გაცილებით უფრო  უარესი მდგომარეობა აქვს საქართველოს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

  •  
  •  

4 Comments

  1. Popcorn maker

    Popcorn maker uses a hot air popping method so no oil required; up to 98% popping rate; unique wind
    channel ensures constant hot air to produce healthy and tasty popcorn.

  2. ფიქრია

    ნეტავ არ ბოდავდე რა… ამ სისულელეების ტლიკინით გინდა პრემიერობა? ვ ე რ ა ჯიგარო, ვ ე რ ა. ვერ აგირჩევთ. ჩვენ გვყავს და გვეყოლება ჭკვიანი და განათლებული გ ვ ა რ ა მ ი ა

  3. ანონიმური

    მართალი ხარ გიორგი.ამბობდი,საჭირო იყო მეტი ტესტების გაკეთება,როგორც იქცეოდა დანარჩენი ცივილური სამყარო,მაგრამ ამაოდ,დავრჩით ჯუნგლი.მე ხმას გაძლევ შენ.ერთადერთი მიზეზი,რატომ შენ და არა “ლელო”,არ ვაპატიებ ხაზარაძეს ზურაბიშვილის პრეზიდენტად დასმის კამპანიას.ის,რაც დღეს არის მრუდი,ხვალაც და ზეგაც იქნება მრუდი.წარმატებას გისურვებ არაორდინალურო მოაზროვნევ,მოლოდინი არ გამიქარწყლო.

  4. RA GESHVELEBAT" TVINIKOSEBOO")))

    DEGENERATO))), IMITOM AR AKETEBEN MASIUR TESTIREBAS ROM, TESTEBI ARVARGA))). ES ICIAN MATMA DA MASHIN MINIMUM, NAXEVARI SAQARTVELO AGMOCHNDEBA”COVIDINFICIREBULI”…ES KI UARES PANIKAS GAMOIWVEVS MOSAXLEOBASHI.))) AMITOM MAVANIS DAVALEBAS ISINI ASRULEBEM, OGOND ARC “WVADS WVAVEN DA ARC SHAMFURS”…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.