“ჩვენ კლინიკაში COVID-19-ის შემთხვევა დაფიქსირდა” – გორის სამედიცინო ცენტრმა პაციენტების მიღება შეაჩერა

გორის სამედიცინო ცენტრმა დროებით პაციენტების მიღება შეაჩერა. მიზეზი კლინიკაში გამოვლენილი კორონავირუსია, რომელიც სამედიცინო პერსონალის ერთ-ერთ წარმომადგენელს დაუდასტურდა.

ამასთან დაკავშირებით, კლინიკა სპეციალურ განცხადებას ავცელებს:

“გორის სამედიცინო ცენტრი” გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე კლინიკაში დაფიქსირდა COVID-19-ის შემთხვევა. ეპიდემიოლოგიის რეკომენდაციით მიღებულია ყველა საჭირო ზომა და კლინიკა 1 ოქტომბერს განაახლებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში”- წერია განცხადებაში.

ამ დროისთვის შენობაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. რენტგენოლოგი, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა, გორის კლინიკაში თბილისიდან დადის. მასთან კონტაქტში მყოფი პირები ახლა თვითიზოლაციაში არიან გადასულები.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.