“ჩვენმა პარტნიორებმა ეს უნდა გააანალიზონ!” – რას ითხოვს გია ვოლსკი საერთაშორისო პარტნიორებისგან?

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა:

„როცა პოლიტიკური ძალები არა მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, არამედ გადატანილი აქვთ მთელი ენერგია ქუჩაში და ჯახში, ზიანდება ის პროცესი, რომელსაც „ქართული ოცნება” ინტენსიურად მიჰყვება 2012 წლიდან და მიღწევებით სახეზეა.

სწორედ ეს არის მიზანი „ნაციონალური მოძრაობის”, რომ მათი სცენარით ვიმოქმედოთ ან აღმასრულებელი ასეთ ზომებზე წავიდეს, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებაა შესასრულებელი. ვფიქრობ, ყველაფერი დალაგდება და პროცესი პოზიტიურად გაგრძელდება.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ საკითხების სამართლებრივი ფორმატიდან გატანა, გვერდზე გათრევა და პოლიტიკურ თემაში გადატანა, არის ძალიან ღრმა კონსპირაციული გეგმა შეთქმულებისა საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა მიაქციონ ყურადღება არა მხოლოდ საქართველოში განვითარებულ პროცესებს, არამედ რეგიონში, მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის ინტენსიურ ცვლილებას და უნდა გაანალიზონ, ვის ინტერესებს ემთხვევა დესტრუქციული პროცესი, რომელსაც ავითარებს „ნაცმოძრაობა”, პასუხებიც საკმაოდ ნათელი იქნება“

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    kleo agecvat prochebi?

  2. ანონიმური

    ეს რუსეთის აგენტი რომ პარპაშობს საქართველოში ამიტომ უნდა მოუტყნა დედა ბიძინას!

  3. ანონიმური

    ვერ გააანალიზეთ რომ გაანალიზდით.ჩაიჯვით და უნდა გააჯვათ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.