“ჩვენი რესპოდენტი გაქრა… “ოცნება” გპირდებით, ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, წერს:

“PF-ში გვაქვს ერთი საინტერესო ჟანრი, როცა ჟურნალისტი ამბავს ყვება თავად რესპოდენტების და ვიდეოკადრების მეშვეობით. მთავარი მთხრობელი სიუჟეტის მთავარი გმირია, ჟურნალისტი საერთოდ არ საუბრობს, მხოლოდ იღებს და ტექსტ და კადრებს ამონტაჟებს. ასე იქმნება ძალიან საინტერესო ამბები ასი ათასობით ნახვით. ამას შესანიშნავად აკეთებს ლაშა ნაკაიძე. მაგრამ ამბავი სხვა რამეზეა.

ადგა ჩვენი ლაშა, იპოვნა საინტერესო რესპოდენტი ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევში. ხანში შესული გლეხის ისტორიაა, რომელიც ლამის უკანასკნელია, ვინც მანუფაქტურულად (და არა ქარხნულად) ნამდვილ ქართულ კრამიტს აკეთებს სოფლის მახლობლად კარიერიდან მოპოვებული თიხისგან. კრამიტი უმაღლესი ხარისხის, უმტკიცესი და ულამაზესია.

ლაშამ შეათანხმა ინტერვიუ და გაემგზავრა ზესტაფონში. გაიარა რესპოდენტთან წინასწარ ყველაფერი და დილით დაიგეგმა გადაღება. და რა? მეორე დილით რესპოდენტი გაქრა.

დავადგინეთ რატომაც: ხელისუფლებამ შეუთვალა – მაგ არხზე შენ სახეს თუ ვნახავთ, შენი ვაჟი გაზის კომპანიაში დაკარგავს სამსახურს (ვითომ კერძო კომპანია როა), ხოლო მისი ცოლი – სკოლის პედაგოგი აღარ იქნება მეორე დღიდანო (ია კერძაიას მკვლელების მთავრობისგან აბა ვის რა უნდა გაუკვირდეს?!).

აი, ასე. თიხაც და კრამიტიც რომ პოლიტიზირებულია, იმ რეჟიმის ჩატარებული არჩევნები, საარჩევნო კომისიები, მოხელეები და ათასი ჯურის დედამოხნული რას იზამს, ხომ ადვილი წარმოსადგენია?

ხოდა, წარმოდგენილი მაქვს და მაინც (და სწორედ მაგიტომ) გპირდებით: ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი წარმოსახვით კრამიტებში 31 ოქტომბერს ქართული ოცნება / Georgian Dream და ვერასდროს ვერ ამოეგდებით მაქედან – მყარია ეგ კრამიტი და გამძლე. მოკლედ, ლამაზ და მყარ პოლიტიკურ საფლავს გიმზადებთ ნამდვილი ქართული კრამიტისგან.”

  •  
  •  

24 Comments

  1. ანონიმური

    რესპოდენტი თუ გაქრა ვინ გიამბოთ ეგ მიზეზი.იქნებ თვითონ არ მოწონს თქვენი ტელევიზია და დაგემალათ.

    1. მამხილებელი,ტრამპი("ტამპლიერები" ბრუნდება!) და ალიანსი

      დამარხვა კი არა, იმეცადინე!.ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!.აქაა იმ პიროვნებების და ოჯახების სია ვინც რეალურად(ფარულად) მართავს მსოფლიოს 2000წელი.ვინ უყურებს მსოფლიოს (მატრიცას) პირამიდის თვალიდან(დოლარის თვალიდან) https://www.youtube.com/watch?v=DEZ1Q9OA_yw&t=1720s p.s. რეალური კვლევებით ამერიკელების 85% ტრამპს უჭერს მხარს, ხოლო ბაიდენს(მძინარე ჯოს–ასე ეძახიან) 15% . ტრამპი არა მარტო გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე არამედ, ექსპერტების და ანალიტიკოსების მიერ, საუბარია მის მესამედ არჩევაზე . ასევე საუბარია, რომ შესაძლოა ამ წელსვე შედგეს “იალტა 2020”-ზე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა და უკვე იქ გაირკვევა ,მსოფლიოს ბედი: გავლენების ხელახალი გადანაწილება, ნატოს და ევროკავშირის ბედი….2026 წლამდე შეიძლება ამა თუ იმ ფორმით, აღდგეს ს ს ს რ-2( ახდეს “სიმპსონების წინასწარმეტყველება”). ამიტომ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის!. აქედან გამომდინარე,რას იზამს ამერიკა?,დაგვიტოვებს თუ არა მის “ფრთებს ქვეშ’?.( ე.კავშირი და ნატო ტრამპის არჩევის შემდეგ ,უკვე მეათე ხარისხოვანია, იმიტომ რომ მათი ბედიც გადასაწყვეტია)…მოკლედ ჩვენ თუ არ დავანახეთ დასავლეთს, რომ ვართ უკვე შემდგარი სახელმწიფო, მაშინ საქართველო შეიძლება, რომ იტყვიან, იგივე კრუგზე(1917- 1922) გაუშვან და დაგვაბრუნონ რუსეთის გავლენის ქვეშ, უკვე წართმეული ტერიტორიების გარეშე. ასევე არაა გამორიცხული(მიგვყიდონ) თურქეთს, იგივე “წითელი ხალფატს”!!!. (ტრამპი გამარჯვება ძალზე იმედის მომცემია დადიდი ალბათობით შეიძლება გადავრჩეთ;ციფრულ კონცლაგერს და სხვა ….) pp.s.უკვე კარგა ხანია, საუბარია და ინფორმაციებია იმაზეც რომ, ოფიციალურად 1 სექტემბრიდან პუტინის ოლიგარქებს ოფშორებში გადარიცხული ანგარიშები (დაახლოებით1 ტრილიონი) დაუყადაღეს და ეს ფულიო მოხმარდებაო(დაუბრუნდებაო) ახალ სსსრ-2-ის ეკონომიკას….ამიტომ ყველას გვმართებს გინდა არ გინდა სიმშვიდე და გამჭრიახობა, ყოველგვარი არეულობის გარეშე უნდა ჩატარდეს ნამდვილი რეალური არჩევნები . ჩვენი ისტორიის მანძილზე, უკვე მერამდენედ გზის გასაყარზე?. ახალ მსოფლიოში საქართველოს, ისეთი უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება, რომელიც ალბათ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე რომ არ გვქონია!!!…!

      1. ბათუ

        ISEV GAMOcNDA ES NAGIjARI

  2. anonimi 3

    gaqri saerTod sasicocxlo ara xar iseTi despoti xar

  3. ანონიმური

    შენ რომ არ ჩაგმარხეს ამდენი ხანი იმიტომ ხარ დიდ გულზე

  4. ანონიმური

    kai simartlistqma despotobaa?

    1. sos

      სადაა კაი სიმართლე? თავს იტყუებ თუ გვარამიას იცავ?

  5. ანონიმური

    შე იდიოტო მეტი საქმე არ აქვთ რომელიღაც სოფელში თქვენ მოძიებულ რესპონდენტს სდიონ თან ემუქრონ

  6. დათო

    თუ კაცი გაქრა დეტალები ვინ გითხრა?

  7. ანონიმური

    ტროლებს შეგეცით პატრონებიანად

    1. ანონიმური

      amin

    2. ანონიმური

  8. ანონიმური

    ნიკა ,მაგარი ხარ,წარმატებას გისურვებ.😍ათმა პროცენტმა რომ იმუშავოს ქვეყანაში,ისე როგორც შენ მუშაობ თავდაუზოგავად,ჩვენი საქართველო შვეიცარია გახდებოდა აქამდე.რა ბუნება არ გვიწყობს ხელს თუ რა?მხოლოდ ტვინის ნაკლებობა გვიშლის ხელს,და კიდე უგზოუკვლო ღორობა “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”.

    1. ავთო

      ????????? შენ კი გიშლის ტვინის ნაკლებობა ხელს,კარგია თავად რომ ამბობ

  9. ანონიმური

    ნიკა წარმატებები, იბრძოლე ბოლომდე🙏🙏🙏უფალი გფარავდეს🙏🙏🙏💜

    1. კოტე

      ასეთ ხალხს უფალი არ მფარველობს,არამედ ჭკუაზე მოყავს

  10. მედეა

    რაკიღა შენ გვპირდები ნიკავ, აუცილებლად უნდა ვირწმუნოთ! ალესე ნაჯახი “ოცნების” ასაჩეხად, აბა, ჰე! ჩვენო ბ ე ლ ა დ ო, რა “საყვარელი ხარ”!

  11. ანონიმური

    ამჯერად იქით ჩაგმარხავს შენნ და შენ სექტას ქართველი ხალხი

  12. ანონიმური

    რა სირი ხარ რა სირიი

  13. ანონიმური

    ეს სახეჯვია ქათამი რამდენს ლაპარაკობს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.