„ჩვენი გზები გაიყო“ – ლევან იოსელიანი ოპოზიციაზე

პარტია „მოქალაქეების“ ერთ- ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მმართველ პარტიასთან დღევალდელ შეხვედრაზე საუბარი პირველ რიგში პოლიტპატიმრების საკითხს შეეხება.

როგორც იოსელიანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მის პარტიას ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებული ტაქტიკა და მოსაზრებები გააჩნია.

მისი თქმით, ეს შეხვედრა პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

“ჩვენ ვაპირებთ ინდივიდუალურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, დღეს გვინდა მოვისმინოთ მათი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელზეც თავის დროზე გამოთქვეს მზაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები არის გაჭედილი, პროცესი არ მიდის წინ, ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, სხვა მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება, ჩვენი გზები გაიყო. პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით რაზე მოვილაპარაკებთ, ან ვერ მოვილაპარაკებთ. პოლიტპატიმრების საკითხი იქნება დაყენებული, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ახლაც ვადასტურებთ, რომ პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი,”- განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში ცოტა ხნის წინ მმართველ პარტიასთან შესახვედრად მივიდნენ. “მოქალაქეების” წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უნდა შეხვდნენ.

  •  
  •  

6 Comments

  1. ანონიმური

    გადმოფენს ქოცნება უბიწო იოსელიან-ელისაშვილის სისხლიან ზეწრებს!

  2. ანონიმური

    cadi sheni gamkidveli dedas sheveci

  3. ნანა

    ნუ მიაქცევ ყურადღებას მიშას ნახმარ პრეზერვატივებს.

    1. ანონიმური

      იმდენი შეგცა მიშამ, რაც შენ ნანა ხარ!!!

  4. ანონიმური

    იმედია ისინიც მალე დაეხსნებიან სააკაშვილის კლანჭებს

  5. ანონიმური

    ყველა ვალდებულია შევიდეს პარლამენტში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.