ჩერგოლეიშვილი ბერძენიშვილს: ლამისაა დავავლო ხელი კორძაიას და სამნიძეს და ძალადობრივი გზებით შევსვა პარლამენტში

იმდენს წვალობთ, ლამისაა დავავლო ხელი კორძაიას და სამნიძეს და ძალადობრივი გზებით შევსვა პარლამენტში, – ამ რეპლიკით ეხმარება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელს დავით ბერძენიშვილს.

დისკუსია მოყვა დავით ბერძენიშვილის ფეისბუქ გამოკითხვას, სადაც ვკითხულობთ: „ფრენდების უმრავლესობამ გვითხრა, რომ არ უნდა შევიდეს ამ გაყალბებულ არჩევნებში ოპოზიცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაისად ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

გავკადნიერდები და კიდევ დავსვამ კითხვას:

რა გზებით და როდის შეძლებს ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას? ფიქრობთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება არ წავა?”

საპასუხოდ, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს: „ბატონო დავით, უკვე იმდენს წვალობთ ლამისაა, დავავლო ხელი კორძაიას და სამნიძეს და ძალადობრივი გზებით შევსვა პარლამენტში, რომ მე დამაბრალოთ“.

თამარ ჩერგოლეიშვილს კი, „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ უპასუხა: „თამარ, რა შეგვატყვე მე და თამარას საიმისო, რომ რაიმეს თქმა ან გაკეთება რომ გვინდოდეს ან ვერ ვიტყვით ან ვერ გავაკეთებთ ისე, რომ მაგალითად დათომ ილაპარაკოს და როგორც ჩაუთვალე.აზრის გამოხატვა – „იწვალოს”?:))) არ ველოდი, რატომღაც მგონია, ამ სტილის დასკვნები არ გახასიათებდა“.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    თამარას ტიკებს დააკვირდით პირდაპირ ეთერებში და მიხვდებით, სერიოზული ნერვული პრობლემები აქვს!

  2. ანონიმური

    ნერვიული ტიკები აქვს თუ არა, ევროპელობაში ყველას გჯობიათ, მ. შ. საკუთარ მეუღლესაც. სხვებისგან განსხვავებით ფოთში დამარცხება აღიარა.

  3. ანონიმური

    შენ უნდა შეგსვას კაცმა ვირის ყლეზე!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.