“ჩემ მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი, აზრი – „ეს მე არ დამემართება”, გამორიცხეთ“

კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 ადამიანის მეუღლე მიკა ძიძიგური სოციალურ ქსელში, წერს:

„მეგობრებო! ჩემ მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი. დაინფიცირების წყარო იგივეა (იტალიიდან ჩამოსული ადამიანებისგან) ანუ სხვა ახალი წყაროდან არა. რაც ძალიან კარგია. ანუ არის 14-ე დაინფიცირებული. კარგად არის აქვს მხოლოდ დაბალი სიცხე. მე და ჩემი შვილები ვართ თვითიზოლაციაში გაგების დღიდან და არ წარმოვადგენ ინფიცირების წყაროს, იმ შემთხვევაშიც თუ მეც აღმომაჩნდება ვირუსი. ამ სტატუსის დაწერის მიზეზი არის ის, რომ მინდა პასუხისმგებლობით მოვექცეთ ამ ვითარებას. მაქსიმალურად შევიკავოთ თავი საზოგადოებრივი თავშეყრისგან. დავიცვათ ყველა წესი რასაც გვთავაზობენ ექიმები. „ეს მე არ დამემართება გამორიცხეთ“. დათო კარგადაა არ იდარდოთ. ბოდიშით თუ ზარს ვერ ვპასუხობ, გაუჩერებლად ვლაპარაკობ ტელეფონზე. მადლობა“,- წერს მიკა ძიძიგური.

ამ დროისთვის კორონავირუსი საქართველოს 15 მოქალაქეს დაუდასტურდა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.