„ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, დაველოდები პატრიარქის ლოცვა-კურთხევას“

დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ მას უკან მიაქვს მისივე სიტყვები, რომელიც კომენდანტის საათის გამო სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას ეხებოდა.

„ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, დაველოდები საპატრიარქოსგან როგორ იქნება ლოცვა-კურთხევა, როგორ გვაკურთხებს პატრიარქი და იმ ლოცვა-კურთხევის მიხედვით მოვიქცევი“, – განაცხადა შალვა კეკელიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივიდოდა და დილით, 06:00 საათის შემდეგ წავიდოდა.

„ჩემი აზრით, თავისუფლად შესაძლებელია, ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, ტაძარში ჩვენთან დანიშნული იქნება, სად უნდა იდგნენ, გადანაწილდებიან და დილის 06:00 საათის შემდეგ სახლებში წავლენ“, – განაცხადა კეკელიამ.

„პრაიმტაიმი“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.