„ჩემი ინფიცირება მოხდა სავარაუდოდ თაკო ჩარკვიანისგან“ – თეონა ცხომელიძე

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე ამბობს, რომ მისი სავარაუდო ინფიცირების წყარო თაკო ჩარკვიანია, თუმცა ეს ეპიდემიოლოგებმა უნდა დაადგინონ. ამის შესახებ მან „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ახლა იგი ყველაზე მეტად იმათზე ნერვიულობს, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა.

„დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, მაქვს ტემპერატურა. სხვა სიმპტომი არ მაქვს. ტემპერატურა დამეწყო გუშინ და გუშინვე გავიკეთე ტესტი ვიმყოფები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ჩემი ინფიცირება მოხდა სავარაუდოდ თაკო ჩარკვიანისგან, რომელიც იყო ჩემი სტუმარი, თუმცა ამას დაადგენენ ეპიდემიოლოგები.

სამწუხაროდ, ბევრი კონტაქტი მქონდა სამსახურში და ოჯახის წევრებთან. ყველაზე მეტად მათზე ვნერვიულობ,  რომლებიც შეიძლება ჩემგან დაინფიცირდნენ“,- ამბობს თეონა ცხომელიძე.

წყარო: „პრაიმტაიმი“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მაინც,ჩვეულებრივი პანიკის დამთესველი კორობესიეს გუნდის წევრი ხარ, ნებით ან გაგიჩალიჩეს

  2. ანონიმური

    ან საერთოდ,გაქვს კი კორონაა?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.