“ჩემი თითოეული წინადადების არგუმენტი მაქვს” – რატომ არ პასუხობს თენგიზ ცერცვაძეს დავით სერგეენკო?

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი  თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ თუ საჭირო გახდა, წარმოადგენს თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც მის განცხადებაშია:

„ეს დრო პოსტის დასადებად ავირჩიე, თორემ მე ამ რიტორიკით მივმართავდი 7 წლის განმავლობაში და შემდეგაც. თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით უფრო მწვავე და კატეგორიულია. რისი თქმაც მინდოდა, წერილში ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბე და მკაფიოდ დავუსვი ბატონ სერგეენკოს კითხვები. ამ ეტაპზე არანაირ დამატებით კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ. თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის“

შეგახსენებთ, ბატონმა თენგიზმა დავით სერგეენკოს მიმართა და კატეგორიულად სთხოვა უპასუხოს კითხვას, რა გააფუჭა C ჰეპატიტის პროგრამაში, ჯანდაცვის პროგრამებში და რატომ მიიყვანა განადგურებამდე ინფექციური საავადმყოფო.

ამ დრომდე, დავით სერგეენკოს თენგიზ ცერცვაძისთვის პასუხი არ გაუცია.

“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი არ პასუხობს თენგიზ ცერცვაძის კითხვას, თუ ვერ პასუხობს, იმედია, ამას მალე შევიტყობთ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    დეპუტატობა? თუმცა მართალს ამბობს!

  2. ნათი

    არაა აუცილებელი ყოველ წინადადებაზე ომი გაჩაღდეს და ერთმანეთს ახსნა-განმარტებები აძლიონ საჯაროდ რა თქმა უნდა. მათ შეუძლიათ ერთმანეთში დალაპარაკება და გაარკვიონ ვინ ვის რაში ედავება.

    1. ანონიმური

      შენ თუ მისცემ ნებას))))))))))))))))))))))))))))

  3. ანონიმური

    ნათი–მ აგვიკრძალა, მაგრამ მაინც მწამს, დეპუტატობაში გაიჭედნენ! ცინცაძე გადაგდებული მგონია, ნათ))

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.