“ჩემთვისაც გაუგებარი რწმენაა თუ მისი მიმდინარეობა, მაგრამ მათი აშენებულია და ასე სწამთ…”

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“დიახ, ჩემთვისაც გაუგებარი რწმენაა თუ მისი მიმდინარეობა, მაგრამ მათი აშენებულია და ასე სწამთ…

ადამიანებს აქვთ უფლება დაიცვან საკუთარი რელიგიური და სხვა ტრადიციები თუ ისინი კანონს არ არღვევს..

საკულტო ნაგებობები, მხოლოდ ტურისტული ობიექტები და ძეგლები არაა და კიდევ.. ეკლესიებში, მეჩეთებშიც არსებობს გარკვეული შეზღუდვები, ისევე როგორც “მთის სალოცავებში”..

და ეს იმ რელიგიისა თუ მიმდინარეობის წარმომადგენელთა რწმენის საკითხია, რამდენადაც გაუგებარი ან უცნაური არ უნდა იყოს სხვებისთვის…

ბოდიში ცუდი შედარებისთვის, მაგრამ.. მაგალითად აბანოს კაცების ან ქალების განყოფილებაში, საპირისპირო სქესის წარმომადგენლის არ დაშვებაც, არ შეიძლება ჩაითვალოს სქესთა შორის თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევად !

და სულ ბოლოს, სეკულარიზმი, ორმხრივ ჩაურევლობას გულისხმობს.. და არც საერო წესების ძალით დანერგვაა დასაშვები, ამათუ იმ რელიგიურ რიტუალებსა თუ დოგმებში…”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.