ჩაფლავებულმა ოცნებების ხელისუფლებამ მცირე და საშუალო ბიზნესი მიატოვა და მათ გადასარჩენად გამოყოფილი ფული კი თავად მოიხმარეს – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძის განცხადებით ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ  და დამსხვრეული ოცნებების მთავრობის უმოქმედობამ ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი დააზარალა. ამასთან, მიაჩნია, რომ 5 მილიარდი ლარიდან, რომელიც საქართველომ მიიღო, 500  მილიონი სწორედ აღნიშენული სფეროს გადარჩენას უნდა მოხმარდეს და მოქმედ მთავრობას მიმართავს დაუყოვნებლივ შეაჩეროს მიკროსაფინანსო სტრუქტურებსა და საბანკო სისტემას მიერ   ისედაც გაჭირვებული ხალხის ქონების გადაფორმება. ვაშაძის თქმით, ეს ფული ყველამ უნდა მიიღოს და ჩაფლავებულმა გახარიამ შეწყვიტოს კორუფციულ ხვრელებში გაღატაკებული ადამიანების ფულის გადინება. 

„ჩვენ შევხდით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.  ქვეყანაში შექმნილმა კატასტროფული მდგომარეობამ ეს სფერო საკმაოდ დააზარალა. ფაქტობრივად ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსია, რის გამოც ლარის კურსი სწრაფად ვარდება, ადამიანებმა არ იციან როგორ დაფარონ სესხები, როგორ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომლებიც ბანკებთან, კერძო მევალეებთან და მიკროსაფინანსოებთან აქვთ. ხელისუფლებამ ეს ხალხი მიატოვა და ფული, რომელიც გამოყოფილია საქართველოსთვის მხოლოდ მათ ხმარდებათ. „სტრატეგიული აღმაშენებლის“ გეგმით 5 მლრდ-დან, რომელიც გამოყოფილია საქართველოსთვის, 500 მლნ უნდა მცირე და საშალო ბიზნესს უნდა მოხმარდეს, მათთზე უნდა გადანაწილდეს, რომლებმაც სამუშაო ადგილები დაკარგეს. ამასთან მოხდეს ყველას სესხის პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში განხორციელდეს.დაუყოვნებლივ  შეჩერდეს ქონების გადაფორმებები მიკროსაფინანსოებსა და ბანკების მიერ. ეს არის ფორსმაჟორი და არ შეიძლება, ამ პროცეში იჩაგრებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესი და მასში დასაქმებული ადამიანები, ხოლო ბანკი მათ ქონებას იფორმებდეს. სამწუხაროა, რომ მათ 220 მლნ-ის ქონება უკვე გადაიფორმეს და რაც უმთავრესია, პენსიონრებს უნდა ჩამოეწეროს სესხის პროცენტი. ეს ფული ჩვენ მოგვცა ამერიკამ და ევროპამ იმისთვის, რომ ვართ მათი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი, ამ ფულს კი ჩაფლავებული ოცნებების პარტია მხოლოდ საკუთარი მეგობრებისთვის და საკუთარი ბიზნებესითვის იყენებს. ეს ფული ყველამ უნდა მიიღოს და არა ისევ კორუფციულ ხვრელებში გაუშვას ჩაფლავებულმა გახარიამ. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს აღსრულების საკითხები და ქონების გადაფორმებებზე ექვსი თვიანი მონატორიუმი გამოცხადდეს, სხვა გამოსავალი არ არის,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე

  •  
  •  

6 Comments

  1. ანონიმური

    aba somex ujisho garikas kitxet

    1. arwivi

      gaumarjos ocnebas gamarjveba 100% arcevnebze

  2. ნათი

    ჭორის დონეზე საუბარი არ შეიძლება. ყველა ფაქტს დამტკიცება უნდა,ისე ადამიანს ბევრის თქმა შეუძლია

  3. Dominoqq online

    Hello! Do you know if they make any plugins to assist with SEO?
    I’m trying to get my blog to rank for some targeted keywords but I’m not
    seeing very good success. If you know of any please share.
    Thanks!

    1. ანონიმური

      რეებს როშავ? წერე ქართულად

  4. გარიკა ნამდვილი

    ჩაფლავდებით თქვენ ვაშაძევ თქვენი ტყუილებით,არაფრის მთქმელი დაპირებებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.